სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მუმიოს მალამო სახსრების და მოტეხილბის სამკურნალო
მუმიოს მალამო - ტრავმების, მოტეხილობების დაჭიმულობების და სახსრების სამკურნალო.
50 მილილიტრი
1 – 24.00 ლარი
2+1 - 48 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

მუმიოს მალამო

მუმიოს მალამოს შემადგენლობაში შედის უმაღლესი ხარისხის ალტაის მთების შავი ნატურალური მუმიო რომელიც მოგვეწოდება პირდაპირ რუსეთიდან. ასევე შეიცავს თაფლის სანთელს რომელიც ასევე წარმოადგენს 100% ნატურალურ პროდუქტს, პროპოლისს (დინდგელი) და სელის ცივად გამოწურულ ზეთს. ეს ოთხი ინგრედიენტი არის დოზირებულად შეზავებული ერთმანეთში რაც აძლიერებს მუმიოს სასარგებლო თვისებებს.

მუმიო არის გასაოცარი ნივთიერება რომელიც ძალიან კარგ დახმარებას უწევს ორგანიზმსს დაზიანებული კანის, კუნთოვანი, ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციაში. აჩქარებს ქსოვილებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. რითაც ხელს უწყობს ქსოვილის სწრაფ აღდგენას. ასევე აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.

პროპოლისი "დინდგელი" წარმოადგენს ფუტკრების მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით, როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სახსრებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში. ცვილი ამარაგებს სახსრებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს და ეხმარება ქსოვილებს ორგანიზმს სწრაფ რეგენერაციაში.

მუმიოს მალამოს სასარგებლო თვისებები

მუმიოს მალამო არის კომბინირებული, მას აქვს ფართო მოქმედების სპექტრი, მალამოში შემავალი მიკრო და მაკრო ელემენტები, ეთერზეთები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ა.შ. მუმიოს ანტისეპტიკურ (ანთების საწინააღმდეგო) მოქმედებას აძლიერებს პროპოლისი თაფლის სანთელი და სელის ზეთი. მალამო აჩერებს ანთებით პროცესებს რომლებიც გამოწვეულია როგორც დაზიანებით, ასევე ვირუსული და ბაქტერიული მიზეზით.

მალამო ასევე აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის პროცესს, ამაგრებს დაზიანებული სისხლძარღვების და კაპილარების კედლებს. წასმის ადგილში აფართოვებს კაპილარებს რითაც ხელს უწყობს ქსოვილის ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით მომარაგებას, ასევე ის ადვილად აღწევს კანის ზედაპირიდან ქსოვილში და ამარაეგბს ქსოვილებს აუცილებელი ნივთიერებებით. ასეთი სახის მოქმედება საკმაოდ აჩქარებს ნებისმიერი სახის აღდგენით პროცესებს რომლებიც მიმართულია დაზიანებული და გამოფიტული ქსოვილების აღსადგენად.


  1. ტრავმული დაჭიმულობების და დაზიანებების შემთხვევაში, აჩქარებს კუნთებსა და ძვლის ქსოვილებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.
  2. ხელს უშლის ანთების განვითარებას, ხოლო უკვე მიმდინარე ანთებით პროცესებს აქრობს და ხელს უშლის მათ განვითარებას.
  3. ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის სწრაფ აღდგენას ტრავმის და მოტეხილობის დროს.
  4. ასევე ეხმარება ორგანიზმს სახსრების ანთების (ართრიტის) დროს.
  5. კვებავს როგორც სახსრებს ასევე ძვლოვან და შემაერთებელ ქსოვილებს, ამარაგებს მათ საჭირო ნივთიერებებით და აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს.
  6. ასევე კარგად მოქმედებს კანის ანთებითი პროცესების დროს.

გამოყენების წესი

მალამო ძალიან მცირე რაოდენობა შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურის წინ გაიწმინდეთ ან დაიბანეთ კანი. მალამო გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, ან საჭიროების მიხედვით.

გაფრთხილება

მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.