მუმიოს კრემი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ალტაის შავი ნატურალური მუმიოსაგან რომელიც მოგვეწოდება პირდაპირ რუსეთიდან. ასევე მის შემადგენლობაში შედის კაკაოს კარაქი რომელიც ასევე წარმოადგენს 100% ნატურალურ პროდუქტს და ქოქოსის 100% ნატურლური კარაქი. ეს სამი ინგრედიენტი არის დოზირებულად შეზავებული ერთმანეთში რაც აძლიერებს მის სასარგებლო თვისებების მოქმედებას კანზე და სინერგიულად ახდენს გამაჯანსაღებელ მოქმედებას.
მუმიო არის გასაოცარი ნივთიერება რომელიც ძალიან კარგ დახმარებას უწევს ორგანიზმსს კანის დაზიანებისა და ტრავმის შემთხვევაში. აჩქარებს ქსოვილებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. რითაც ხელს უწყობს ქსოვილის სწრაფ აღდგენას. ასევე აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება.
კაკაოს კარაქის გასაოცარ თვისებებზე ყველას სმენია. ის ძალიან მდიდარია სასრგებლო ნივთიერებებით რითაც გასაოცარ შედეგებს აღწევს. კარგად კვებავს გამომშრალ, დახეთქილ და დაონაოჭებულ კანს. აქვს მკვეთრად გამოხატული შეხორცების უნარი. ტონუსში მოჰყავს მოშვებული კანი და ჭიმავს მას. ასევე ებრძვის ნაადრევი ნაოჭების გაჩენას და აფერხებს მათ წარმოქმნას. მისი გამოყენება ასევე კარგად აისახება კაპილარული ვარსკვლავების, პიგმენტური ლაქების და ეგზემის დროს. მთლიანობაში ის გასაოცარი დამხმარე საშუალებაა თქვენი კანისთვის.
ქოქოსის კარაქი გამოიყენება კანის უძლიერეს დამატენიანებლად და დამარბილებლად. ასევე კანს კვებავს სასარგებლო ნივთიერებებით. მისი გამოყენება კანს დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს ახალგაზრდობას. ქოქოსის დახმარებით თქვენი კანი დაცული იქნება ნაადრევი ნაოჭების გაჩენისგან.
რადგან მუმიოს კრემი არის კომბინირებული, მისი მოქმედება გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს. ის კარგად ებრძვის კანის ანთებით პროცესებს, ეს კი კარგად აისახება აკნეს მკურნალობაზე, ანთებითი პროცესების ჩაქრობის შემდეგ აჩქარებს კანში ნივთიერებათა ცვლას და რეგენერაციულ (აღმდგენ) პროცესებს. რის შედეგადაც კანი უბრუნდება თავის ბუნებრივ და ჯანსაღ მდგომარეობას. ამ თვისებების წყალობით მუმიოს კრემი აჩქარებს სტრიების გაქრობას რადგან ასევე აქვს შეხორცების გამოხატული თვისება. მას ასევე კანი მოჰყავს ტონუსში რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიური და მკვრივი.
კრემის ძალიან მცირე რაოდენობა შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურის წინ გაიწმინდეთ ან დაიბანეთ კანი. კრემი გამოიყენეთ დღეში 1 ან 2-ჯერ.
კრემში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.