სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მეჭეჭების სამკურნალო (მოსაშორებელი) მალამო ქრისტესისხლა
მეჭეჭების სამკურნალო მალამო - ქრისტესისხლა და აბზინდა
ფლაკონში არის - 50 მილილიტრი.
1 – 24.00 ლარი
2+1 - 48 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 50 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე. ზედ აწერია გამოყენების წესი და ანოტაცია. ასევე ვადა და შენახვის პირობები.

მეჭეჭების მოსაშორებელი მალამო

ქრისტესისხლას მალამო დამზადებულია 1) ქრისტესისხლას ზედა ნაწილი,2) მწარე აბზინდა, 3) ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სელის თესლის ზეთინ, 4) საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლი და 5) პროპოლისი. მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. მეჭეჭების მალამოში არის ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული და სამკურნალო ნივთიერებების დიდი სპექტრი. მალამოს აქვს მოყავისფრო მომწვანო მუქი ფერი. აქვს დინდგელის და თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არ შეიცავს არანაირ დანამატებს!

ქრისტესისხლა არის უძლიერესი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება რომელიც ადვილად ამარცხებს ვირუსებს და მავნე ბაქტერიებს. რაც აუცილებელია მეჭეჭების გასაქრობად, რადგან მეჭეჭები კანზე ჩნდება სწორედ ბაქტერიებისგან რომლებიც იბუდებენ კანზე და ქმნიან ხორცმეტებს. როგორც ცნობილია მეჭეჭები ჩნდება მაშინ, როდესაც სუსტდება ორგანიზმის იმუნური დაცვა. ამიტომ ქრისტესისხლას მალამო იმუნურ სისტემას ეხმარება ვირუსების დამარცხებაში თქვენთვის სასურველ ადგილში.

აბზინდა საკმაოდ ძლიერი ანტიპარაზიტული მცენარეა. ის აქტიურად ებრძვის პარაზიტებს, ბაქტერიებს, სოკოებს, ვირუსებს და სხვადასხვა სახის ჭიებს. აბზინდაში შემავალი მწარე ნივთიერებები ვირუსებს უქმნიან ისეთ გარემოს რომელიც მათ ხელს უშლის თავისუფალ ფუნქციონირებაში. მასში შემავალი მწარე ნივთიერებები ადვილად აღწევს ბაქტერიების შიგნით და ანეიტრალებს მათ მოქმედებას და ხელს უშლის გამრავლებაში. ამიტომ აბზინდა იმუნურ სისტემასთან ერთად დევნის მათ ორგანიზმიდან.

დინდგელი (პროპოლისი) არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი, რადგან ის მსოფლიოში არის ყველაზე ძლიერი ანტიმიკრობული და პარაზიტული ბუნებრივი საშუალება.

ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.

სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს და ეხმარება ქსოვილებს ორგანიზმს სწრაფ რეგენერაციაში.

ქრისტესისხლას მალამოს დადებითი თვისებები

როგორც ავღნიშნეთ მალამო დამზადებულია საკმაოდ ძლიერი და ეფექტური კომპონენტებისგან. მასში შემავალი ნივთიერებების კომპლექსი ადვილად ამარცხებს ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს. მაზი ეფექტურად გამოიყენება კანის ნებისმიერი ბაქტერიულ ვირუსული და სოკოვან დაავადების სამკურნალოდ.


  1. აქრობს მეჭეჭებს.
  2. სოკოვან დაავადებებს და კანის ყველა სახის ბაქტერიულ დაავადებას.
  3. აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო გამოხატული მოქმედება.
  4. აჩქარებს კანის მეტაბოლურ და რეგენერაციულ პროცესებს.
  5. აქვს გამოხატული შეხორცების კარგი უნარი.

გამოყენების წესი

ჰიგიენური პროცედურის შემდეგ მცირე რაოდნობის მალამო შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობა შედეგის მიღწევამდე.

გაფრთხილება

მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს მალამოში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა. ასეთი გამოვლინების დროს შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.