ქრისტესისხლას ნაყენი დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი პროდუქტებისგან. ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილისგან და 70% ხორბლის სპირტისგან. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.
ქრისტესისხლა აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას, იწვევს პულსის შენელებას, არტერიული წნევის შემცირებას. აქვს ნაღვლმდენი მოქმედება. გააჩნია ფუნგისტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ტუბერკულოზის ჩხირის მიმართ.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
მიღება დაიწყეთ დღეში 1 წვეთით, წვეთების რაოდენობა გაზარდეთ ყოველდღე 1 წვეთით, 15 წვეთამდე. შემდეგ ისევ ჩამოდით 1 წვეთამდე. წვეთები გახსენით 30 მლ. თბილ ანადუღარ წყალში. მიიღეთ დღეში 1 ხელ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის და გამონაწვლილის არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია ( ძლიერი წყურვილის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ მისი გამოყენების დროს, საჭიროა სიფრთხილე და ექიმის მეთვალყურეობა. დიდი სიფრთხილით მიიღეთ ბრონქული ასთმის დროს, სტენოკარდიის, ნევროლოგიური პათლოგიების დროს, არ უნდა მიიღონ ბავშვებმა, ორსულებმა და ეპილეფსიით დაავადებულებმა.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.