სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
თირკმლის ჩაი - მშრალი ფხვნილი
თირკმლის ჩაი - მშრალი ფხვნილი
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 23.00 ლარი
2+1 - 46 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში.

თირკმლის ჩაი

თირკმლის ჩაი არის დაფქვილი და გაცრილი სახით მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. ასეთი სახით მცენარე მზად არის გამოსაყენებლად. აღარ არის საჭირო მისი დაფქვა და დამუშავება. ამავე დროს ძალიან ადვილია დოზირების დაცვა. გარდა ამისა მცენარის შენახვა შესაძლებელია გაცილებით დიდი ხნის მანძილზე.

თირკმლის ჩაის სასარგებლო თვისებები

თირკმლის ჩაი გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება, ალბუმინურია და აზოტემია თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს. ამას გარდა აქვს შარდმდენი ეფექტი.

პოდაგრა. შარდმდენ ეფექტს თან ახლავს ორგანიზმიდან შარდოვანას, შარდმჟავას და ქლორიდების ჭარბი გამოდევნა. ამის გამო ის კარგად აისახება პოდაგრის მკურნალობაზე რადგან ეს დაავადება ვითარდება სახსარში შარდმჟავას დაგროვების გამო. ჩაის გამოყენება აფერხებს ამ პროცესს რის გამოც ჩერდება პოდაგრის განვითარება.

ასევე ის აძლიერებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას ანუ ხელს უწყობს მარილმჟავას გამოყოფის დარეგულირებას რაც თავისთავად ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ასევე მარილმჟავას გამოყოფა დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამიტომ ვისაც აქვს გულის უკმარისობის 2 - 3 სტადია მისი მიღება რეკომენდირებულია გულის გლიკოზიდებთან ერთად.


  1. შარდ მნდენი.
  2. კენჭები თირკმელში.
  3. ქლორიდების, შარდოვანასა და შარდმჟავას გამოდევნა.
  4. აქვს სპაზმოლიტური მოქმედება.
  5. ზრდის კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას.
  6. გულის უკმარისობა 2- 3 სტადია.
  7. შეშუპება და ანთებითი პროცესები რომლებიც გამოწვეულია თირკმლის დაავადებით.
  8. პოდაგრის სამკურნალო საუკეთესო საშუალება..
  9. საჭმლის მონელების გაუმჯობესება.

თირკმლის ჩაის მიღების წესი

ცხელი ნაყენი.
1 ჩ.კ. თირკმლის ჩაის და დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში 2 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირა.

გაფრთხილება

გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

18 წლამდე მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.