სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
წითელი ჯაგრისის ნაყენი (წვეთები)
წითელი ჯაგრისის ნაყენი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 25.00 ლარი
2+1 - 50 ლ
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

წითელი ჯაგრისის როდიოლას ნაყენი

წითელი ჯაგრისის ნაყენი დამზადებულია ბუნებრივი პროდუქტებისგან. როდიოლას ფესვი და ფესურა დაყენებულია 70% ხორბლის სპირტზე. კონცენტრაცია არის 1:10. ნაყენი არის საკმაოდ კონცენტრირებული და იძლევა კარგ შედეგებს. არსებობს ამ პროდუქტის გამოყენების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელმაც დაამტკიცა თავისი შედეგებით, რომ მისი გამოყენება ნამდვილად სასარგებლოა.

წითელი ჯაგრისის ნაყენის სამკურნალო თვისებები

წითელი ჯაგრისი როგორც ბუნებრივი სამკურნალო საშუალება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნელოდ. მაგალითად:


  1. უნაყოფობა (ქალი და კაცი).
  2. საშვილოსნოს მიომა.
  3. ეროზიები.
  4. კისტა.
  5. ენდომეტრიოზი.
  6. მასტოპათია.
  7. მტკივნეული და არარეგულარული მენსტრუაცია.
  8. საშვილოსნოს ფიბროიდები, პოლიპები, სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.
  9. საშვილოსნოს სისხლდენა.
  10. კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
  11. ჰორმონალური დისბალანსი.
  12. მენსტრუალური ციკლის არევა.
  13. ენდომეტრიტი.
  14. ცისტიტი.
  15. პროსტატის ადენომა, პროსტატიტი.
  16. ერექციული დისფუნქცია.
  17. მენოპაუზის სინდრომი.
  18. ნერვული დარღვევები.
  19. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
  20. უძილობა.
  21. იმუნიტეტის დასუსტება.

ნაყენის გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ.

შინაგანი გამოყენებისთვის.
30 წვეთი გახსენით 30 მლ ანადუღარ თბილ წყალში. მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე. შემდეგ დაისვენეთ 21 დღე და საჭიროების შემთვევაში კურსი გაიმეორეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სულ დაგჭირდებათ 3 კურსი.

უნაყოფობა (უშვილობა).
ქალმაც და კაცმაც ნაყენი უნდა სვას ბავშვის ჩასახვამდე. ჩასახვის შემდეგ მიღება უნდა შეწყდეს.

მენსტრუაცია უხვი სისხლდენით.
მენსტრუალური ციკლის პერიოდში შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ჯაგრისი. მცენარის ჰემოსტატიკური მოქმედება ხელს შეუწყობს მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენის შემცირებას. გარდა ამისა, როდიოლა აყუჩებს ტკივილს და მთლიანობაში აუმჯობესებს ქალის ორგანიზმის მდგომარეობას. მცენარის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე და გააგრძელოთ მთელი პერიოდის განმავლობაში.

დანარჩენი ყველა ზევით ჩამოთვლილი დაავადების შემთხვევაში. ნაყენი მიიღეთ ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
მომატებული არტერიული წნევა.
მომატებული ფსიქიკური აღგზნებულობა.
არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.