
უშვილობის სამკურნალო კომპლექსი შედგება 2 მცენარისგან. ესენია ორტილია ცალმხრივი (ბოროვაია მატკა) და წითელი ჯაგრისი (კრასნაია შოტკა). მცენარეები არის დაფქვილი და მოთავსებულია კაფსულებში. ასეთი სახით ამ მცენარეების მიღება გაცილებით პრაქტიკულია და შედეგად იძლევა კარგ ფარმაკოლოგიურ შედეგებს.
წითელი ჯაგრისი და ორტილია ცალკეულადაც ძალიან დადებითად მოქმედებენ ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაზე. ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების ჩაცხრობას, აქტიურად ებრძვიან ბაქტრიებს და ინფექციურ დაავადებებს. აბალანსებენ ჰორმონალურ ფონს და აუმჯობესებენ სექსუალურ ცხოვრებას და ა.შ
კომპლექსი კი გაცილებით ეფექტურია ვიდრე ამ მცენარეების ცალ-ცალკე გამოყენება. ორივე მცენარე ერთად ქმნის ნივთიერებათა საოცარ ნაზავს რომელიც კომპლექსურად და გაცილებით ეფექტურად ებრძვის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს და გაცილებით ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს აღიდგინოს ბუნებრივი ჯანმრთელობა. ქვევით არის ჩამონათვალი თუ რომელი დაავადებების დროს გამოიყენება უშვილობის სამკურნალო კომპლექსი:
უნაყოფობა უკვე აღარ არის იშვიათი პრობლემა. ბევრი დაქორწინებული წყვილი დგება ამ პრობლემის წინაშე. უნდა აღინიშნოს, რომ უნაყოფობა შეიძლება გამოწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემამ. ამიტომ ამ საკითხს სჭირდება კომლექსური მიდგომა. ჩვენ შევაერთეთ 2 ძალიან ეფექტიანი მცენარე და მივიღეთ სუპერ მცენარეული კომპლექსი უშვილობის პრობლემის დასამარცხებლად.
ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ უშვილობა გამოწვეულია ზევით ჩამოთვლილი პრობლემებიდან გამომდინარე ეს კოპლექსი დიდ დახმარებას გაგიწევთ.
მოუწესრიგებელი მენსტრუაცია დიდ დისკომფორტს უქმნის ბევრ ადამიანს. თუ თქვენც გაწუხებთ ასეთი სახის პრობლემა კარგი იქნება თუ ჩაიტარებთ სამკურნალო კურსს და მოიწესრიგებთ ამ პრობლემას ერთხელ და სმუდამოდ. კომპლექსის გამოყენაბა უნდა დაიწყოთ ციკლის დაწყებამდე 3 დღით ადრე და გააგრძელოთ მთელი ციკლის განმავლობაში.
ჰორმონალური დისბალანსი ორგანიზმში იწვევს გართულებებს და დაავადებებს, რადგან ორგანიზმის გამართული მუშაობა დამოკიდებულია ჰორმონების ბალანსზე. უშვილობის სამკურნალო კომპლექსი ასევე დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე და ასტაბილურებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციას და აბალანსებს ჰორმონალურ ფონს.
გინეკოლოგიური დაავადებები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის ბავშის ჩასახვას. ამიტომ მხოლოდ ჰორმონალური ფონის მოწესრიგება საკმარისი არ არის. ხშირად დაავადებების მიზეზი ხდება ბაქტერიები და ვირუსები რომლებიც იწვევენ ანთებით პროცესებს და რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიებს. წითელი ჯაგრისი და ორტილია ძალიან ეფექტურად უმკლავდებიან ასეთი სახის პრობლემებს. ანთავისუფლებენ ორგანიზმს და საშუალებას აძლევენ მას აღდგენითი პროცესების დახმარებით აღიდგინოს გამართული მუშაობა. ასევე უშვილობის სამკურნალო კომპლექსი ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით რომლებიც ხელს უწყობს გამაჯანსაღებელი პროცესების წარმართვას.
უშვილობის სამკურნალო კოპლექსი ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა ზევით ჩამოთვლილი პრობლემის მოსაგვარებლად.
მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში 2 – ჯერ ჭამის დროს. კურსის ხანგრძლივობა 30 დღე. შემდეგ დაისვენეთ 21 დღე, საჭიროების შემთვევაში კურსი გაიმეორეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სულ დაგჭირდებათ 3 კურსი.
უნაყოფობა (უშვილობა).
კაფსულები უნდა მიიღოთ ბავშვის ჩასახვამდე. ჩასახვის შემდეგ მიღება უნდა შეწყვიტოთ.
დანარჩენი ყველა ზევით ჩამოთვლილი დაავადების შემთხვევაში. კაფსულები მიიღეთ ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
მომატებული არტერიული წნევა.
მომატებული ფსიქიკური აღგზნებულობა.
არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.