
ოსტეოქონდროზის სამკურნალო მალამო პირველ რიგში შედგება მხოლოდ მცენარეული და ბუნებრივი კომპონენტრბისგან. მეორე შედგება იმ მცენარეებისგან რომლებიც უშუალოდ მიმართულია ამ დაავადების კომპლექსური მკურნალობისკენ. შერჩეულია მათი ზუსტი დოზირება რაც აათმაგებს ამ მცერეების ერთობლივ მოქმედებას. მის შემადგენლობაში შედის:
მაზი არის 100% ნატურალური და უნიკალური, რადგან დამზადებულია სპეციალური მეთოდით, რომლის მეშვეობითაც ინგრედიენტების შერევა ხორციელდება ცივად. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში. ასევე რაც მთავარია ის არ შეიცავს სხვა დანამატებს გარდა ზევით ჩამოთვლილი კომპონენტებისა.
ოსტეოქონდროზის სამკურნალო მაზში გაერთიენებულია როგორც მცენარეები ასევე ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები. ასეთი სახის ნაზავი ქმნის რამდენიმე მიმართულებით მოქმედ ნივთიერებას. რომელიც აქტიურად ეხმარება ორგანიზმს ამ დაავადებასთან ბრძოლაში. უნდა ავღნიშნოთ, რომ ოსტეოქონდროზი საკმაოდ რთული დაავადებაა და თუ საწყის ეტაპზე არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მაზი გამოიყენება კისრის, მკერდის, წელის და გავის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
პროპოლისს "დინდგელი" აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც კვლავ იწყება დაზიანებული მალების კვება.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს მალებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
სვიის გირჩებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, შეიცავს ვალერიანის მჟავას და ნიკოტინ მჟავას რაც ხელს უწყობს კაპილარების გაფართოვებას და სპაზმების მოხსნას რის შედეგადაც დაზიანებულ მალებს მიეწოდება საკვები ნივთიერებები. ამასთან ერთად სვია შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს რითათ ამარაგებს როგორც მალებს ასევე მალის გარშემო მდებარე ქსოვილებს.
არყის ხის კვირტები გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტიპარაზიტული თვისებებით. შეიძლება რიგ შემთხვევებში ოსტეოქონდროზი გამოწვეული იყოს ამ მიზეზებით, ამიტომ ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მაზის ნაკრებში. ამვე დროს კვირტები მდიდარია სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებებით რაც ლოკალურად კვებავს და ამარეგებს დაავადებულ ქსოვილებს.
დაფნას აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. აქვს როგორც ჭრილობების ასევე ჩირქოვანი ჭრილობების შეხორცების კარგი თვისება. დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე და რევმატიზმზე. ასევე კარგად გამოჰყავს სახსრებიდან მარილები რის შედეგადაც დაზიანებული ქსოვილები სწრაფად იწყებს რეგენერაციაც (აღდგენას).
მზესუმზირას ფესვები არის საუკეთესო ბუნებრივი საშუალება რომელიც შლის მარილებს და გამოჰყავს ქსოვილებიდან. ის უებარი საშუალებაა ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ რადგან არის ანთების საწინააღმდეგო უებარი საშუალებაც და ამავე დროს ასტიმულირებს ხერხემალში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
წყლის მარწყვა-ბალახი (საბელნიკი) გამოყენება ოსტეოქონდროზის დაავადების დროს. ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს, რაც ხშირად ხდება სახსრების დაავადების მიზეზი. ასევე აჩქარებს სახსრის ქსოვილის რეგენერაციას, რის შედეგადაც ჩერდება ხერხემლის დაავადების პროგრესირება. მალებში აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს სახრის ქსოვილის აღდგენითი პროცესების ამოქმედებას. ამ ყველაფერთან ერთად ამარაგებს სახსრის ქსოვილებს საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს გამაჯანსაღებელი პროცესების წარმართვას.
მუმიო ხელს უწყობს კუნთოვან და ძვლოვან ქსოვილებში მეტაბოლური პროცესების სტიმულირებას და აჩქარებს აღდეგნით პროცესებს. ხელს უწყობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის სწრაფ აღდგენას. ამევე დროს მდიდარია მინერალებით და ბუნებრივი ნაერთებით რაც ხელს უწყობს ქსოვილების კვებას.
ლაშქარას ფესვები (ოკოპნიკი) გამოიყენება სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ. მცენარე ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აღადეგნს შემაერთებელ ქსოვილს, ხელს უწყობს ძვლების სწრაფ შეხორცებას. სწორედ ამიტომ ეს მცენარე გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მოტეხილობების, ბზარების და სხვა დაზიანებების სამკურნალოდ.
ოსტეოქონდროზის ფიტო მაზი ძალიან ეფექტურია ოსტეოქონდროზის სამკურნალო კომპლექსთან ერთად რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ხერხემლის პრობლემასთან საბრძოლველად. კომპლექსი მოქმედებს მთელ ძვალ-სახსროვან სისტემაზე ხოლო მალამო მოქმედბს ლოკალურად რის შედეგადაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.
მცირე რაოდენობის მაზი წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შეიძლება აღინიშნოს რომელიმე მცენარის ინდივიდუალური უტანლობა.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.