ფლაკონში მოთავსებულია მცენარე შავბალახას მიწისზედა ნაწილი დაფქული სახით. პროდუქტი არის კარგი ხარისხის რადგან გაიარა შრობის და დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.
შავბალახა არის საგულე კარგი და ეფექტური საშუალება. ამცირებს არტერიულ წნევას, ნორმაში მოჰყავს გულის აჩქარებები. აქვს კარგი სედატიური (დამამშვიდებელი, შფოთვა, ნვროზი და ა.შ) მოქმედება. არის საშვილოსნოს მასტიმულირებელი, ორგანიზმის მომადუნებელი, გაზების გამომყვანი, ანტისპაზმური ოფლმდენი საშუალება და ა.შ.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
შავბალახა არის ფართო სპექტრის გამოყენების მცენარე. ზევით ჩამოთვლილი დაავადებების გარდა მას ასევე:
ცხელი ნაყენი. 1 ჩაის კოვზი შავბალახას ფხვნილი ჩაყარეთ ჭურჭელში და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი. გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 ჯერ 1/3 ჭიქა. ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენის გამოყენება შეგიძლიათ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.
თუ მიღების შემდეგ აღინიშნა რაიმე ალერგიული ან უარყოფითი რეაქცია შეწყვიტეთ მისი მიღება.
მოერიდეთ შავბალახას გამოყენებას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გულის რიტმის შენელების დროს არ უნდა გამოიყენოთ.
ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენა.
შავბალახა იწვვევს მოდუნებას, დაძაბულობის მოხსნას და ძილისკენ მიდრეკილებას, ამიტომ ვინც ზის საჭესთან სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მის გამოყენებას.