სახსრების ტკივილის მალამო პირველ რიგში შედგება მხოლოდ მცენარეული და ბუნებრივი კომპონენტრბისგან. მეორე შედგება იმ მცენარეებისგან რომლებიც უშუალოდ მიმართულია სახსრებში ტკივილის (ართრალგია) გასაყუჩებლად. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გარდა მალამო არის სახსრების სამკურნალო უებარი საშუალება. მის შემადგენლობაში შედის:
მალამო არის 100% ნატურალური და უნიკალური, რადგან დამზადებულია სპეციალური მეთოდით, რომლის მეშვეობითაც ინგრედიენტების შერევა ხორციელდება დაბალ ტემპერატურაზე. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში. ასევე რაც მთავარია ის არ შეიცავს სხვა დანამატებს გარდა ზევით ჩამოთვლილი კომპონენტებისა.
ტკივილგამაყუჩებელ მალამოში გაერთიანებულია როგორც მცენარეები ასევე ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებები. ასეთი სახის ნაზავი ქმნის რამდენიმე მიმართულებით მოქმედ ნივთიერებას. რომელიც აქტიურად ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს როგორც (ართრალგია) ტკივილს ასევე სახსრების დაავადებას რაც იწვევს მათ ტკივილს. უნდა ავღნიშნოთ, რომ სახსრების ტკივილი საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს. განსაკუთრების რთულია მუხლების ტკივილი რომელიც ზღუდავს გადაადგილებას. თუ საწყის ეტაპზე არ მოხდა მისი მკურნალობა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. მალამო გამოიყენება მუხლის და ნებისმიერი სხვა სახსარის ტკივილის არსებობის შემთხვევაში.
პროპოლისს "დინდგელი" აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც კვლავ იწყება დაზიანებილი მალების კვება.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს მალებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
ადამის ფესვები უკვე საუკუნეებია რაც გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ადამის ფესვი მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ამცირებს ტკივილს, აცხრობს ანთებით პროცესებს, აჩქარებს შეხორცების და აღდგენით პროცესებს, ნერვულ დაბოლოებებში ამცირებს ანთების შედეგად მომატებულ მგრძნობელობას, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აჯანსაღებს კანის ზედაპირს. ასევე საუკეთესოა ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ართრალგია ართრიტი. ართროზი. რევმატიზმი. ბურსიტი. პლანტარული ფასციიტი და ა.შ.
ლაშქარას ფესვები (ოკოპნიკი) გამოიყენება სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების სამკურნალოდ. მცენარე ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აღადეგნს შემაერთებელ ქსოვილს, ხელს უწყობს ძვლების სწრაფ შეხორცებას. სწორედ ამიტომ ეს მცენარე გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მოტეხილობების, ბზარების და სხვა დაზიანებების სამკურნალოდ.
გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, ანტისპაზმური და მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე კრგად ხსნის ალერგიულ ფონს, ხსნის გაღიზიანებას და ქავილს. ასეთი თვისებების გამო მისი გამოყენება მალამოში კარგ შედეგებს იძლევა სახსრების კომპლექსური მკურნალობის დროს.
ევკალიპტის ფოთოლს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებულად გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ქსოვილებზე და ხსნის გაღიზიანებას.
ორკბილა გამოიყენება კანის დაავადებებს როგორიც არის ფსორიაზი, დერმატიტი, ატიპიური დერმატიტი, ფურუნკულოზი და ა. შ. ასევე კარგად შველის ალერგიულ გამონაყარს.
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. შესაძლებელია 3-ჯერაც.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შეიძლება აღინიშნოს რომელიმე მცენარის ინდივიდუალური უტანლობა.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.