კაკაოს ზეთი
კაკაოს ზეთი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 22.00 ლარი
2 – 38.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მოგეწოდებათ 100 მილილიტრიანი პლასტმასის ფლაკონით, როგორც არის ასახული ფოტოზე. ზედ აწერია გამოყენების წესი და ანოტაცია. ასევე ვადა და შენახვის პირობები.
მსგავსი პროდუქტები

კაკაოს ზეთი

კაკაოს ზეთი დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს. მის შემადგენლობაში შედის: კაკაოს კარაქი და მცენარეული ზეთი. ზეთს აქვს საიამოვნო კაკაოს სურნელი. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად შეიწოვება კანში, თმებში და ფრჩხილებში.

კაკაოს ზეთის თვისებები

კაკაოს ზეთი გამოირჩევა მდიდარი ქიმიური შემადგენლობით და ამ ნივთიერებების განსაკუთრებული სამკურნალო და დადებითი თვისებები უკვე საკმარისია, რომ ის ჩაითვალოს სამკურნალო პროდუქტად.

კაკაოს ზეთს წარმატებულად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. ის შესანიშნავ შედეგებს იძლევა მშრალი და მტვრევადი თმების მკურნალობისას. ის კარგად კვებავს თმებს, უბრუნებს მათ ბზინვარებას და ელასტიურობას, ამას მისი გამოყენების პირველი დღიდანვე შეამჩნევთ. ასევე ზეთი კარგად აღადგენს გამომშრალ, დახეთხილ, გაღიზიანებულ და დანაოჭებულ კანს. ის გამოიყენება ასევე ფრჩხილებისთვის სიმტკიცის და ჯანმრთელი იერის დასაბრუნებლად.

  1. ეგზემა, დამსკდარი კანი ძუძუს დვრილებზე, ქუსლებზე და თითებზე.
  2. კანის ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე.
  3. ქარისგან გამომშრალი ტუჩის და სახის კანი.
  4. ნაოჭები, ნაადრევი ნაოჭების გაჩენის რისკი.
  5. მოშვებული და გამოფიტული კანი, მატონიზირებელი და შეხორცების მკვეთრად გამოხატული ეფექტი.
  6. ჭიმავს და ამკვრივებს კანს.
  7. ანელებს დაბერების პროცესს.
  8. მტვრევადი და მშრალი თმები.
  9. პიგმენტური ლაქები.
  10. კაპილარული ვარსკვლავები.

კაკაოს ზეთის გამოყენება

თმა.
კაკაოს ზეთის სამკურნალო ეფექტი ასევე განუმეორებელია თმების მკურნალობის დროს.

რეცეპტი.
2–3 სუფრის კოვზ ზეთს 1:1 პროპორციებით შეურიეთ ოროვანდის ზეთს, A და E ვიტამინები ჩააწვეთეთ ხუთ–ხუთი წვეთი და ასევე შეურიეთ 3 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი. მიღებულ მასა გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და 1.5–2 საათის განმავლობაში გაიჩერეთ თავზე. შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1–2 ჯერ. კურსი შეადგენს 12–14 პროცედურას.

კანი და ფრჩხილები..
ზეთი შეგიძლიათ პირდაპირ შეიზილოთ როგორც კანში ასევე ფრჩხილებში და თმებში. შესაზელად გამოიყენეთ მცირე რაოდენობის ზეთი.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

თუ გამოვლინა რომელიმე გვერდითი მოვლენა შეწყვიტეთ მისი მიღება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.