სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ფუტკრის კომპლექსი - ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და თაფლი
ფუტკრის კომპლექსი - ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და თაფლი
ფლაკონში არის 100 გრამი
1 – 49.00 ლარი
2 – 94.00 ლარი
3 – 144.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით. ფლაკონზე მითითებულია ინსტრუქცია და ვადა.

ფუტკრის კომპლექსი

ფუტკრის კომპლექსი დამზადებულია საქართველოში. ყველა პროდუქტი რომელიც შედის მის შემაგდენლობაში არის ქართული ფუტკრის წარმოებული. მის შემადგენლობაში შედის:

  1. ნატურალური თაფლი;
  2. ყვავილის მტვერი;
  3. ფუტკრის რძე.

ეს არის უძლიერესი მატონიზირებელი კომპლექსი. სამივე კომპონენტი რომელიც შედის მის შემადგენლობაში არის ყველასთვის ძალიან ცნობილი და საყვარელი პროდუქტი. მათი გაერთიანებით და დოზირების ზუსტი გათვლით მივიღეთ საუკეთესო საშუალება, რომელიც თქვენ ორგანზმს აავსებს ვიტამინებით, მინერალებით და დამუხტავს ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.

ფუტკრის კომლექსის დადებითი თვისებები

როგორც ავღნიშნეთ მის შემადგენლობაში შედის ფუტკრების მიერ წარმოებული 3 პროდუქტი. მათი სასარგებლო და სამკურნალო თვისებები ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. ამიტომ ეს პროდუქტი არის უნიკალური საშუალება იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და რეგენერაციული პროცესების დასაჩქარებლად.

ფუტკრის რძე პირველ რიგში არის უძლიერესი ბიოსტიმულატორი. მისი ზემოქმედებით ორგანიზმში ჩქარდება და რეგულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ორგანიზმს აწვდის საჭირო ქიმიურ ნივთიერებებს რომლებიც ხელს უწყობენ სწრაფი რეგენერაციის და გამოჯანმრთელების პროცესს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი მიღება მთლიანობაში დადებითად აისახება ორგანიზმზე.

ყვავილის მტვერი არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ის მდიდარია ვიტამინებით და სამკურნალო მცენარეული ნივთიერებებით. სულ შეიცავს 200 – ზე მეტ ნივთიერებას. ესენი არიან ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების სტიმულატორები ორგანიზმში. მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ორგანიზმის ფუნქციონირება. ასევე შეიცავს 50 – ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან დარღვეული ფუნქციის აღდგენაში. ასევე აქვს მკვეთრად გამოხატული სისხლის კაპილარების გამაძლიერებელი მოქმედება. აგრეთვე არის კარგი საშუალება ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

თაფლს აქვს სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება. დიდი რაოდენობით რკინა ხელს უწყობს ანემიის თავიდან აცილებას. გაციების ან ვირუსული ინფექციების დროს ეს ხელს უწყობს ადამიანის სწრაფ გამოჯანმრთელებას, შესანიშნავად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. ის კარგ გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, უფრო ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და აძლიერებს გულის კუნთს. ის ხელს უწყობს სხეულის იმუნიტეტის გაზრდას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

  1. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  2. ორგანიზმში აჩქარებს რეგენერაციულ პროცესებს;
  3. არის ძლიერი მატონიზირებელი საშუალება;
  4. ორგანიზმს აწვდის: A, B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, H ვიტამინებს;
  5. ასევე მის შემადგენლობაში შედის: სპილენძი, რკინა, ტიტანი, ვერცხლი, ოქრო, პალადიუმი, ვანადიუმი, ვოლფრამი, ირიდიუმი, ცინკი, პლატინა, ქრომი და ა. შ .
  6. არის უძლიერესი ბიოსტიმულატორი (აჩქარებს ბიოლოგიურ პროცესებს);
  7. კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  8. აუმჯობესებს სისხლის ხარისხს;
  9. აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება;
  10. გამოიყენება რესპირატორული დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით;
  11. დადებითად აისახება ორგანიზმის ყველა ფუქციის მუშაობაზე.

მიღების წესი

მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 1 ხელ ჭამამდე 40 წუთით ადრე. კოვზი არ გადაავსოთ, საკმარისია თუ შეავსებთ კოვზს პირებამდე. თაფლი მაშინვე არ გადაყლაპოთ, გაიჩერეთ პირში 3 - 5 წუთი, ენის ქვეშ სანამ გარგად არ გაიხსნება ნერწყვში. რაც დიდხანს გაიჩერებთ პირის ღრუში მით უკეთესად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან.

1 ფლაკონი არის 1 სრული კურსი. ამიტომ მისი დასრულების შემდეგ უნდა დაისვენოთ მინიმუმ 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსის გამეორება. საერთოდ წელიწადში 2 ჯერ ასეთი კურსის ჩატარება დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაჯანსაღებაში.

გაფრთხილება

ინდივიდუალური აუტანლობა.

არ მიიღოთ ორსულობისა ლაქტაციის პერიოდში.

აკრძალულია იმ ადამიანებისთვის ვინც დაავადებულია სეზონური ალერგიით. ასევე არ გამოიყენოთ თუ ვერ იტანთ ფუტკრის პროდუქტებს.

შეიძლება აღინიშნოს: გამონაყარი, თვალების სიწითლე, სურდო, უჰაერობის შეგრძნება, პულსის მომატება.

ყვავილის მტვერი შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს, ამიტომ თუ სისხლში დიდი რაოდენობით დაგროვდა შეიძლება პრობლემები შეუქმნას იმ ადამიანებს ვისაც პრობლემები აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებით.

არ მიიღოთ თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.