სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მზესუმზირის ზეთი არარაფინირებული
მზესუმზირის არარაფინირებული ცივად დაწურული ზეთი
ბოთლში არის 250 მილილიტრი
1 – 15.00 ლარი
2 – 26.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

მზესუმზირის ზეთი მოთვსებულია 250 მილილიტრიან პლასმასის ბოთლში.

მზესუმზირის ზეთი არარაფინირებული

მზესუმზირის ზეთის მიღება ხდება ცივი დაწურვის მეთოდით, დაწურვის ტემპერატურა მერყეობს 30 - 40 გრადუსამდე. პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და თესლიც არის ქართული. ზეთი იწურება მოუშუშავი თესლისგან რის გამოც ზეთი ინარჩუნებს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების მაქსიმალურ კონცენტრაციას. ასეთი სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტის მისაღებად საჭიროა გაცილებით მეტი მარცვალი ვიდრე მოშუშული და ცხელი მარცვლიდან. ამიტომ მისი თვითღირებულება გაცილებით მეტია ვიდრე ჩვეულებრიცი მზესუმზირის ზეთის.

მზესუმზირის არარაფინირებულ ზეთს შეიძლე აღენიშნოს ნალექი რაც სავსებით ნორმალურია. ზეთი არ გადის ფილტრაციას გარდა ბენებრივად დალექვის გზისა. აქვს გაცილებით ღია ფერი და სასიამოვნო მსუბუქი მზესუმზირის გემო ვიდრე ბაზარზე არსებულ მზესუმზირის ზეთს. რადგან როგორც ავღნიშნეთ დაწურვა არ ხდება თესლის გაცხელების მეთოდით. მუქი ფერი და მძაფრი მზესუმზირის გემო ახასიათებს მხოლოდ მოშუშული და გაცხელებული თესლიდან მიღებულ ზეთს, ასეთ ზეთში გაცილებით ნაკლებია სასარგებლო ნივთიერებები.

ცივად დაწურული მზესუმზირის ზეთი არ გამოიყენება შესაწვავად და თერმული დამუშავებისთვის. ეს არის ზეთი რომელიც უნდა გამოიყენოთ სალათებში, მოასხათ ისეთ კერძებს რომლებიც არ საჭიროებენ გაცხელებას 40 გრაუსზე ზევით. ასევე მისი მიღება შეგიძლიათ პირდაპირი სახით.

მზესუმზირის ზეთის შემადგენლობა

ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს, რომლებიც არ სინთეზირდება ორგანიზმში და უნდა მივიღოთ გარედან, პროდუქტი შეიცავს ისეთ ცხიმოვან მჟავებს რომლებიც მონაწილეობენ ნერვული სისტემის მუშაობაში, ნერვული ქსოვილებისა და უჯრედის მემბრანის შექმნაში:

  1. ლინოლეური;
  2. ოლეური;
  3. პალმიტიური;
  4. სტეარული;
  5. ლინოლენიკი;
  6. არახიდონიკი.

მზესუმზირის ზეთის სასარგებლო თვისებები, პირველ რიგში, დამოკიდებულია მისი მიღების და დამუშავების მეთოდზე. არარაფინირებულ ზეთში შემდეგი ვიტამინებია:

ვიტამინი A (რეტინოლი). ეს არის ორგანიზმის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი მონაწილე. მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას იძლევა კანის და იმუნური სისტემის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში. ასევე აქვს სასარგებლო გავლენა მრავალი შინაგანი ორგანოს მუშაობაზე.

ვიტამინი D (კალციფეროლი). იგი პასუხისმგებელია ჩონჩხის სისტემის ნორმალურ ზრდასა და განვითარებაზე და ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებას. მისი არასაკმარისად მიღებისას ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა და სუსტდება იმუნიტეტი. მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურა D ვიტამინის მნიშვნელოვანი როლი ავთვისებიანი უჯრედების წარმოქმნის პრევენციაში.

ვიტამინი E (ტოკოფეროლი). მას აქვს დამცავი ფუნქცია, ხელს უშლის უჯრედული სტრუქტურების დაჟანგვას. იგი მონაწილეობს ორგანიზმში მრავალ სასიცოცხლო პროცესში: არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას, უზრუნველყოფს კუნთოვანი ქსოვილების ნორმალურ მუშაობას, ასტიმულირებს უჯრედების მოქმედებას, ხელს უშლის სისხლის შედედების გაზრდას, ანელებს დაბერების პროცესს და ა.შ.

B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6). ისინი უზრუნველყოფენ ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და კანის მდგომარეობას, ორგანიზმს ეხმარება ფიზიკური დატვირთვის და სტრესის უკეთ გადატანაში.

მზესუმზირის ზეთის სარგებელი ადამიანის სხეულისთვის გამოიხატება შემდეგში:

  1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესება (ქოლესტერინის დონის შემცირება, სისხლძარღვთა კედლების გაძლიერება, ათეროსკლეროზის, სისხლძარღვთა და გულის მწვავე პათოლოგიებისგან დაცვა);
  2. სასარგებლო გავლენა ტვინზე (კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება);
  3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალიზაცია;
  4. დადებითი გავლენა ენდოკრინულ და შარდსასქესო სისტემებზე;
  5. ნაადრევი დაბერების პრევენცია (ტოკოფეროლის მაღალი შემცველობის გამო, რომელიც სამჯერ მეტია, ვიდრე ზეითუნის ზეთი).

მზესუმზირის ზეთის მიღების წესი

მკურნალობის მიზნით: 1 - 3 ჩაის კოვზი დღეში. შეგიძლიათ გამოიყენოთთ სალათებში ან პირდაპირ დალიოთ.

გაფრთხილება

მზესუმზირის ზეთს პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები, მაგრამ ის ზომიერად უნდა მოხმარდეს. ბოროტად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ჭარბი წონის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე, რაც იწვევს სისხლში გლუკოზის მომატებას. მზესუმზირის ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქოლელითიაზით დაავადებულთათვის, ალერგიისადმი მიდრეკილებისთვის.მზესუმზირის ზეთის მავნე ზიანი ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება გამოწვეული იყოს დაბალი ხარისხის პროდუქტების გამოყენებით.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.