სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
სუპერ მტვერი კაფსულებში ფიჭვის და ყვავილის
სუპერ მტვერი.ფიჭვის და ფუტკრის ყვავილის მტვერი კაფსულებში
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 500 მილიგრამი
60 – 31.00 ლარი
1 – 51.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.
მსგავსი პროდუქტები
ფიჭვის მტვერი კაფსულებში
ფიჭვის მტვერი კაფსულებში

სუპერ მტვერი

სუპერ მტვერი არის უნიკალური პროდუქტი. მასში გაერთიენებულია 2 მართლაც სუპერ პროდუქტი, ესენია ფიჭვის მტვერი და ფუტკრების მიერ მოგროვებული ყვავილის მტვერი.

  1. ფიჭვის მტვერი;
  2. ფუტკრის ყვავილის მტვერი.

ორივე კომპონენტი საუკეთესო პროპორციებით არის შეზავებული. პროდუქტი არ შეიცავს სხვა არანაირ ქიმიურ დანამატებს. პროდუქტი არის 100% ნატურალური, რაც ძალიან დადებითად აისახება ორგანიზმის ჯანმრთელობაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი პროდუქტები სწორედ ნატურალურობით გამოირჩევა. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვავს კმაყოფილებას.

ფიჭვის და ყვავილის მტვერის მოქმედება

ფიჭვის და ყვავილის მტვერი ერთად ქმნის საოცარ კომბინაციას რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ნივთიერებებით და ა.შ. ეს არის ბუნების საოცრება რომელსაც შეუძლია თქვენი ორგანიზმი მოამარაგოს როგრც ნივთიერებებით ასევე დააჩქაროს მისი განკურნება მრავალი დაავადებისგან.

ყვავილის მტვერი შეიცავს: ვიტამინებს: A, B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, H. მიკრო და მაკრო ელემენტებს: სპილენძი, რკინა, ტიტანი, ვერცხლი, ოქრო, პალადიუმი, ვანადიუმი, ვოლფრამი, ირიდიუმი, ცინკი, პლატინა, ქრომი და ა. შ. სულ შეიცავს 200 – ზე მეტ ნივთიერებას. ესენი არიან ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების სტიმულატორები ორგანიზმში. მათ გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ორგანიზმის ფუნქციონირება. ასევე შეიცავს 50 – ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან დარღვეული ფუნქციის აღდგენაში.

ფუტკრის ყვავილის მტვერი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს - ფლავონოიდებს და ფენოლის მჟავებს. ესენი არიან ბიოლოგიურად აქტიური ჯგუფები. ამ ნივთიერებებს აქვთ მკვეთრად გამოხატული სისხლის კაპილარების გამაძლიერებელი მოქმედება. ასევე ანტი ანთებითი და ანტი ათეროსკლეროზული. აქვს ასევე ნაღველმდენი, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.

ფიჭვის მტვერი შეიცავს ვიტამინებს: A, D3, E, B1, B2, B3, B5, B6, C. მიკრო და მაკრო ელემენტებს: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, სილიციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია, სელენი, მარგანეცი, მოლიბდენი და ა. შ. დაახლოებით შეიცავს 30 ელემენტს. ასევე შეიცავს: ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, ანტიოქსიდანტებს.

ფიჭვის მტვერის შემადგენლობაში შემავალი უნიკალური ნივთიერებების გამო მას აქვს ადაპტოგენური და მატონიზირებელი მოქმედება. გარდა ამისა მას შეუძლია ენდოკრინული სისტემის მუშაობის ნორმალიზაცია. აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. ფიჭვის მტვერი შეიცავს ამინომჟავას L-არგინინს რომელიც ძალიან სასარგებლოა რეპროდუქციული სისტემისთვის. ფიჭვის მტვერი ასევე შეიცავს ამინომჟავების მთელ სპექტრს. გარდა ამისა მტვერში ნაპოვნია მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის მსგავსი მოქმედების მქონე ნივთიერება.

  1. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  2. ებრძვის ანთებით პროცესებს;
  3. შეიცავს ვიტამინებს: A, B1, B2, B3, B5, B6, B8, B9, D3, C, H;
  4. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
  5. არელიგურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას;
  6. ამაღლებს ლიბიდოს - ზრდის სექსუალურ ლტოლვას როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში;
  7. ნორმაში მოჰყავს ელენთის, ღვიძლის, გულის და ფილტვების მუშაობა;
  8. ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს ბუნებრივ და ფიზიკურ დავტვირთვებს;
  9. სისხლში ამცირებს უარყოფითი ქოლესტერინის დონეს;
  10. აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
  11. ორგანიზმზე მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი;
  12. აახალგაზრდავებს კანს და აუმჯობესებს თმების მდგომარეობას;
  13. ეხმარება ორგანიზმს ერექციული დისფუნქციის განკურნებაში;
  14. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს;
  15. არეგულირებს პროსტატის მუშაობას;
  16. აძლიერებს სპერმატოზოიდების გამომუშავებას;
  17. ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას;
  18. არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს;
  19. ხსნის მენოპაუზით გამოწვეულ დისკომფორტს;
  20. შეუცვლელია რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ;
  21. ებრძვის ტუბერკულოზის ჩხირებს და ქრონიკულ ბრონქიტს.

იმუნური სისტემა და ყვავილის მტვერი. ყვავილის მტვერი აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და მთლიანობაში აძლიერებს მის დაცვით ფუნქციებს. ამაღლებს ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომის უნარიანობას.

იმუნური სისტემა და ფიჭვის მტვერი. ფიჭვის მტვერი კარგი ადაპტოგენია. ადაპტოგენები არის შენაერთები რომლებიც ორგანიზმს ეხმარება გაუძლოს როგორც ეკოლოგიურ ასევე ფიზიკურ დატვირთვებს. ადაპტოგენები აძლიერებენ ორგანიზმის გამძლეობას ვირუსული და ინფექციური დაავადებების მიმართ. გარდა ამისა მტვერი შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას რომელიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

ანემია. ყვავილის მტვრის მიღება აუმჯობესებს ერითროციტების, ლეიკოციტების და ჰემოგლობინის რაოდენობას სისხლში. თავისი ეფექტით ის რამდენჯერმე აღემატება ტრადიციულ მედიკამენტოზურ საშუალებებს.

გულ–სისხლძარღვთა სისტემა. ყვავილის მტვერში არის ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ნივთიერება რომელიც საჭიროა კაპილარების გასამაგრებლად, განსაკუთრებით კი თავის თვინის კაპილარების. აგრეთვე სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამის გამო მას იყენებენ ათეროსკლეროზის, არტერიული წნევის და გულის იშემიური დაავადების სამკურნალოდ.

სასუნთქი გზები. ფიჭვის მტვერი ეხმარება ორგანიზმს სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობაში. ტუბერკულიოზის შემთხვევაში ანეიტრალებს მის გამომწვევ ჩხირებს. ეფექტურად ებრძვის ქრონიკულ ბრონქიტს. ასევე შეუცვლელია რესპირატორული დაავადებების მკურნალობისთვის.

უჯრდედი და ქსოვილი. ყვავილის მტვერი ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციაში, ამავე დროს არის ძლიერი სტიმულატორი და აჩქარებს დაზიანებული უჯრედების და ქსოვილების ზრდას. ის კარგად ეხმარება ორგანიზმს დაზიანებული ღვიძლის ფუნქციის აღდგენაში.

დეტოქსიკაცია. ყვავილის მტვერში არსებული ნივთიერებები ორგანიზმს ეხმარება ნაკლები ზიანი მიაყენოს ორგანიზმს მავნე ქიმიურმა ნივთიერებებმა. იცავს ღვიძლის ქსოვილს ტოქსიკური ნივთიერებების მოწამვლისაგან, მოწმვლის შემთხვევაში კი ამსუბუქებს ტოქსინების გამოყვანის პროცესს.

მამაკაცის ჯანმრთელობა. ფიჭვის მტვერი არის ბუნებრივი ტესტოსტერონის წყარო. მისი მიღებით ორგანიზმში მატულობს ტესოსტერონის დონე რაც მამაკაცებში ზრდის კუნთის მასას, არეგულირებს წინამდებარე (პროსტატა) ჯირკვლის და სათესლე ჯირკვლების მუშაობას. შედეგად ჯანსაღდება მამაკაცის სქესობრივი ლტოვა და მატულობს როგორც ფიზიკური ასევე სექსუალური ძალა. ადვილად ხდება წონის კლება რადგან რეგულირდება და ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა. ორგანიზმს ეხმარება ერექციული დისფუნქციის მოშორებაში და აძლიერებს სპერმატოზოიდების გამომუშავებას.

ქალის ჯანმრთელობა. მართალია ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე მამაკაცის ორგანიზმში, მაგრამ ის მაინც აუცილებელია. მისი ნაკლებობის გამო ქალი შეიძლება განიცდიდეს ქრონიკულ დაღლილობას, ჰქონდეს ძილითნ დაკავშირებული პრობლემა, ცუდი ხასიათი და სექსუალური ლტოლვის განელება. ფიჭვის მტვრის მიღება დააბალნსებს ტესტოსტერონის დონეს და მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც გამოწვეულია მისი დაბალი დონით.

მიღების წესი

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ, ჭამის დროს. დღის პირველ ნახევარში.

კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. შემდეგ დაისვენეთ 2 კვირა. საჭიროების შემთხვევაში კურსი გაიმეორეთ.

გაფრთხილბა

არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ გაქვთ რომელიმე პროდუქტის მიმართ ალერგია. ან საერთოდ ხართ ალერგიული.

არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

არ უნდა მიიღონ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

თუ იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას სანამ გამოიყენებთ პროდუქტს გაიარეთ კონსულტაცია თქვენ მკურნალ ექიმთან.

არ გამოიყენოთ: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.