მდოგვის ზეთის მიღება ხდება ცივი დაწურვის მეთოდით, დაწურვის ტემპერატურა მერყეობს 30 - 40 გრადუსამდე. პროდუქტი დამზადებულია საქართველოში. ზეთი იწურება მოუშუშავი თესლისგან რის გამოც ზეთი ინარჩუნებს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების მაქსიმალურ კონცენტრაციას. ასეთი სასარგებლო და სამკურნალო პროდუქტის მისაღებად საჭიროა გაცილებით მეტი მარცვალი ვიდრე მოშუშული და ცხელი მარცვლიდან. ამიტომ მისი თვითღირებულება გაცილებით მეტია ვიდრე ჩვეულებრიცი მდოგვის ზეთის.
მდოგვის არარაფინირებულ ზეთს შეიძლე აღენიშნოს ნალექი რაც სავსებით ნორმალურია. ზეთი არ გადის ფილტრაციას გარდა ბენებრივად დალექვის გზისა. ზეთს აქვს მდოგვის მსუბუქი სასიამოვნო და მომწარო გემო. მდოგვის გემო და სიმწარე შედარებით ნაკლები აქვს ვიდრე ბაზარზე არსებულ ზეთებს. რადგან როგორც ავღნიშნეთ დაწურვა არ ხდება თესლის გაცხელების მეთოდით. მუქი ფერი და მძაფრი გემო ახასიათებს მხოლოდ მოშუშული და გაცხელებული თესლიდან მიღებულ ზეთს, ასეთ ზეთში გაცილებით ნაკლებია სასარგებლო ნივთიერებები.
ცივად დაწურული მდოგვის ზეთი არ გამოიყენება შესაწვავად და თერმული დამუშავებისთვის. ეს არის ზეთი რომელიც უნდა გამოიყენოთ სალათებში, მოასხათ ისეთ კერძებს რომლებიც არ საჭიროებენ გაცხელებას 40 გრაუსზე ზევით. ასევე მისი მიღება შეგიძლიათ პირდაპირი სახით.
ცივი დაწურვის სხვა ზეთებთან შედარებით შეიცავს ნაჯერი ცხიმების ნაკლებ რაოდენობას. მაგრამ სამაგიეროდ შეიცავს პოლიუჯერ ცხიმებს როგორიც არის ომეგა 3. მისი შემცველობა 35 ჯერ მეტია ვიდრე ზეითუნის და მზესუმზირის ზეთში. ასევე შეიცავს:
ვიტამინები: А, В1, В6, D, Е, К, Р, PP, H.
პოლიუჯერი ცხიმები: ომეგა 3 და ომეგა 6.
მინერალები: მაგნიუმი, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და სხვა.
ასევე შეიცავს: ფიტონციდებს, გლიკოზიდებს, ქლოროფილს, ეთერზეთებს.
მდოვის ზეთის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა რაქიტის მქონე ბავშვებისთვის. ის სასარგებლოა ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის, აგრეთვე ასაკოვანი ადამიანებისთვის და ქირურგიული ოპერაციის შემდგომი სწრაფი რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელებისთვის.
მკურნალობის მიზნით: 1 - 3 ჩაის კოვზი დღეში. შეგიძლიათ გამოიყენოთთ სალათებში ან პირდაპირ დალიოთ.
პროდუქტი არ გამოიყენოთ: გასტრიტის მაღალი მჟავიანობის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.
თუ მდოგვის მიმართ გაქვთ ალერგია, ზეთი ფრთხილად უნდა მიიღოთ ან მთლიანად გამოირიცხოს დიეტადან. მას ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავის აშლილობა, ამიტომ თუ აღინიშნა ფაღარათი ზეთის მიღება უნდა შეწყვიტოთ.