სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ვალერიანი - კატაბალახა - დაფქული სახით
ვალერიანი - კატაბალახა - დაფქული სახით
ფლაკონში არის - 100 გრამი
1 – 25.00 ლარი
2 – 46.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. ფლაკონზე მითითებულია ვადა და მიღების წესი.

ვალერიანი

ფლაკონში მოთავსებულია ვალერიანი იგივე კატაბალახას ფესვები. პროდუქტი არის დაფქული და მზად არის გამოსაყენებლად. კატაბალახა არის სააფთიაქო ხარისხის რადგან გაიარა დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კატაბალახას ფესვს აქვს სასარგებლო მოქმედება ნერვულ და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, აქვს ქოლეტური, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება, აფართოებს სპაზმის შედეგად შევიწროებულ სისხლძარღვებს და ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

მცენარე უმკლავდება კუნთების კრუნჩხვებს, ეპილეფსიის და გაღიზიანების შეტევებს, ნევროზებს და ძილის დარღვევას. აკუმულაციური ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალება, ხელს უწყობს არტერიული წნევის შემცირებას და აღადგენს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას.

კატაბალახას ფესვი რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

  1. ხშირი თავის ტკივილები;
  2. ქრონიკული უძილობა;
  3. ნერვული დაძაბულობა;
  4. დეპრესია, ნერვული აშლილობა;
  5. თირკმელებისა და ღვიძლის დარღვევები;
  6. ჰიპერტონია;
  7. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.

გარდა ამისა, კატაბალახას ფესვი ენიშნებათ ქალბატონებს მენოპაუზის პერიოდში და მათ ვინც გადაიტანა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რადგან ის აჩქარებს ორგანიზმის აღდგენის პროცესს.

უძილობა. კატაბალახა სწრაფად აგვარებს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაგროვებითი ეფექტის წყალობით ის გავლენას ახდენა ნერვულ სისტემაზე და ხსნის მის აღგზნებადობას, აქვს სედატიური ეფექტი და ხსნის გაღიზიანებულობასა და დაძაბულობას. შედეგად უძილობა უკან იხევს და ადამიანს ეძლევა საშუალება სრულფასოვნად დაისვენოს ღამის საათებში.

წნევა. კატაბალახა ეფექტიანია ჰიპერტონიის მკურნალობისას. მცენარის ჰიპოტენზიური მოქმედება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას და მთლიანი ორგანიზმის მუშაობის ნორმალიზებას.

თავის ტკივილი. კატაბალახა ადვილად ებრძვის თავის ტკივილებს და ქრონიკულ შაკიკს. სამკურნალო ფესვი აფართოებს სისხლძარღვებს და ხსნის სპაზმებს, შედეგად კი მტანჯველი სიმპტომები ქრება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კატაბალახას მიღება აძლიერებს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოქმედებას.

დეპრესია. ნერვული აშლილობები, ყოველდღიური სტრესი და ნერვიულობა იწვევს დეპრესიული ფონის გაჩენას. ასეთ დროს, კატაბალახას ფესვის არომატიც კი საკმარისია, რათა იგრძნოთ ძალების მომატება და განწყობის ამაღლება. ამ მცენარისგან დამზადებული სასმელის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ დეპრესიას, დაიბრუნოთ კარგი განწყობა და მოახდენს მატონიზებელ ეფექტს.

ტაქიკარდია. კატაბალახას სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გავუმკლავდეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მრავალ დაავადებას. მისი რეგულარული მიღება ხსნის სპაზმებს გულის სისხლძარღვებიდან. ამ მოქმედების წყალობით ტაქიკარდია გადის, გულისცემა კი მწყობრში დგება.

კლიმაქსი. მენოპაუზის დადგომასთან ერთად ქალბატონები გრძნობენ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და განიცდიან მრავალ არასასიამოვნო სირთულეს. კატაბალახასგან დამზადებული სასმელი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს ცხელ ციმციმებს, ჭარბ ოფლიანობას, გაღიზიანებას და სხვა სიმპტომებს, რომლებიც მენოპაუზის პერიოდში ჩნდება. ეს სასმელი საგრძნობლად აუმჯობესებს ქალბატონების ზოგად მდგომარეობას.

მიღების ინსტრუქცია

ნახარში. 3 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დალიეთ გაცივებული ნახარში დღეში სამჯერ, 1 სუფრის კოვზი.

ნაყენი. 1 ჩ.კ. დუფქულ მცენარეს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 45 წუთი და გადაწურეთ. მიღებული ნაყენის 1/3 მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია მცენარე კატაბალახაზე.

თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი სასურველია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.