სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
იმუნიტეტის ასამაღლებელი კომპლექსი
იმუნიტეტის ასამაღლებელი კომპლექსი
ფლაკონში არის 120 კაფსულა / 1 კაფსულა 400 მილიგრამი
60 – 27.00 ლარი
1 – 51.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

იმუნიტეტის ასამაღლებელი კომპლექსი

იმუნიტეტის ასამაღლებელი კომპლექსი დამზადებულია საქართველოში. ყველა პროდუქტი რომელიც შედის მის შემაგდენლობაში არის საუკეთესო ხარისხის. მის შემადგენლობაში შედის:

  1. ჟენშენის ფესვი;
  2. ელეუტეროკოკის ფესვი;
  3. ძირტკბილას ფესვი;
  4. ექინაცეა.

ეს არის იმუნიტეტის უძლიერესი მასტიმულირებელი კომპლექსი. ოთხივე მცენარე რომელიც შედის მის შემადგენლობაში არის ყველასთვის ძალიან ცნობილი პროდუქტი. მათი გაერთიანებით და დოზირების ზუსტი გათვლით მივიღეთ საუკეთესო საშუალება, რომელიც თქვენ ორგანზმს აავსებს ვიტამინებით, მინერალებით და დამუხტავს ენერგიით.

იმუნიტეტის კომლექსის სასარგებლო თვისებები

ყველა მცენარე ცალ-ცალკე წარმოადგენს ძლიერ მოქმედ საშუალებას. მაგრამ ოთხივე ერთად აძლიერებს და ავსებს ერთმანეთის დადებით და სამკურნალო მოქმედებას.

ჟენშენის ფესვი ორგანიზმს ეხმარება მრავალი დაავადების მკურნალობაში. ის ძირითადად ორგანიზმზე მოქმედებს კომპლექსურად, რისი წყალობითაც გაცილებით სწრაფად ხდება სასურველი შედეგის მიღწევა.

  1. ჟენშენის ფესვი აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლმომარაგებას და მის ფუნქციონირებას;
  2. ხელს უწყობს ქსოვილთა სწრაფ რეგენერაციას;
  3. ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობას;
  4. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  5. აუმჯობესებს მეტაბოლიზმს;
  6. ეხმარება ორგანიზმს ცხიმის წვასა და წონის სწრაფ კლებაში;
  7. ხელს უშლის კისტოზური ფიბროზის - ფილტვის ინფექციის გავრცელებას;
  8. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  9. აქვს ანტისიმსივნური თვისებები, ხელს უშლის მეტასტაზების გავრცელებას;
  10. კურნავს სექსუალურ დისფუნქციას;
  11. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. არეგულირებს არტერიულ წნევას.

ელეუტეროკოკის ფესვი ეფექტურია როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება, მისი მიღება ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას მძიმე დაავადებების, ოპერაციების, რადიაციული თერაპიის შემდეგ. შესაფერისია კომპლექსური თერაპიისთვის, სხვა მცენარეებთან და მცენარეულ კომპოზიციებთან ერთად.

  1. ელეუტეროკოკის ფესვი ასტიმულირებს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას.
  2. ნორმაში მოჰყავს არტერიული წნევა.
  3. ორგანიზმს ხდის უფრო გამძლეს ინფექციური და ვირუსული დაავადებების მიმართ.
  4. აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელების პროცესს.
  5. ნორმაში მოჰყავს ძილის პროცესი.
  6. ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებად და ინჰიბიტორულ პროცესებს.
  7. ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები.
  8. ნერვული სისტემის გამოფიტვა.
  9. ნევრასთენია.
  10. ფსიქესთენია.
  11. გადაღლა (გამოფიტვა).
  12. არითმიები.
  13. ჰიპოტენზია.
  14. ათეროსკლეროზი საწყის ეტაპზე.
  15. ჰიპერტენზია.
  16. შაქრიანი დიაბეტი.
  17. რადიაციული ავადმყოფობა.
  18. ჰორმონალური დარღვევები მენოპაუზის დროს და მენსტრუალური დარღვევები.
  19. პრობლემები პოტენციასთან.
  20. მხედველობის სმენის დაქვეითება.
  21. თავის კანის დაავადება.

ძირტკბილას ფესვი თავისი ეფექტურობით და სამკურნალო ძალით ედრება ჟენშენს, ხოლო, დასუსტებული ორგანიზმის გაძლიერებაში ჯობნის კიდეც სახელგანთქმულ „სიცოცხლის ფესვს“. ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც დამატებითი კომპონენტი სამკურნალო საშუალებებში, მკურნალობისას მისი გამოყენების დროს შეიმჩნევა სიმპტომების მკვეთრი მოხსნა მრავალი დაავადების დროს. პროფილაქტიკის მიზნით მიღების დროს კი, ორგანიზმი უფრო ძლიერდება და ებრძვის დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

ექინაცეას აქვს საკმაოდ ძლიერი მოქმედება ორგანიზმზე. მცენარე შეიცავს პოლისაქარიდებს, ფლავონოიდებს, გლიკოპროტეინებს, ანტიოქსიდანტებს და ა.შ. ექინაცეა განსაკუთრებით პოპულარულია სეზონური ცვლილებების დროს. ამ დროს ოგანიზმი საჭიროებს იმუნიტეტის გაძლიერებას რომ შესძლოს გამკლავდეს სეზონურ ცვლილებებს ორგანიზმში. მისი როლი იმუნური სისტემის გაძლიერების კუთხით არის შეუფასებელი. მასში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმს ეხმარება თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში, ასტიმულირებს სისხლის მიკრო ცირკულაციას და აუმჯობესებს გულის საერთო ჯანმრთელობას.

  1. ექინაცეა აძლიერებს იმუნურ სისტემას.
  2. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეიბას.
  3. ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სეზონურ ცვლილებებს.
  4. ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
  5. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას.
  6. უმჯობესდება გულის საერთო ჯანმრთელობა.
  7. ეხმარება ორგანიზმს ქრონიკული ანთებითი პროცესების ჩაქრობაში.
  8. ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს და ზოგიერთ სოკოვან ბაქტერიას.
  9. აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს.

მიღების წესი

მიიღეთ 2 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს. უმჯობესია მცირე წყალთან ერთად. კურსის ხანგრძლივობა 1 - 2 თვე. საჭიროების შემთხვევაში კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ 1 თვის შემდეგ.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ: ჰიპერტენზიული კრიზისი. მიოკარდიუმის ინფარქტი, ცხელება, მწვავე ინფექციური დაავადება, ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონია.

არ მიიღოთ თუ მკურნალობთ ანტიდეპრესანტებით, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებით, ანტიფსიქოზური პრეპარატებით, სტიმულატორებით მორფინით და ვარფარინით.

ინდივიდუალური აუტანლობა.

არ მიიღოთ ორსულობისა ლაქტაციის პერიოდში.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული ყვავილებზე.

ღვიძლის მწვავე ფორმის დაავადებების დროს (ჰეპატიტი, ცეროზი).

პაციენტებმა ქრონიკული ჰიპერტენზიით.

დასიებისკენ მიდრეკილების დროს,

ადამიანებმა, რომლებიც იღებენ შარდმდენ და გულის უკმარისობის პრეპარატებს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.