სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ანწლის მშრალი ნაყოფი 100 გრ
ანწლის მშრალი ნაყოფი
ფლაკონში არის 100 გრამი.
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში.

ანწლის მშრალი ნაყოფი

მშრალი ნაყოფი მოთავსებულია პლასმასის ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. მცენარემ გაიარა შეგროვების და დამუშავების ყველა აუცილებელი პროცესი. მას შენარჩუნებული აქვს ყველა ფარმაკოლოგიური და გემოვნური თვისება. შეფუთვაზე მითითებულია ვარგისიანობის ვადა და დამზადების რეცეპტი. პლასმასის ფლაკონი იდეალურად ინახავს მცენარეს დიდი ხნის განმავლობაში. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არაუმეტეს 25​°C.

ხეშავის ნაყოფი, Плоды крушины, Rhamnus cathartica L.

ანწლის ნაყოფი არის სფეროსებური ფორმის, აქვს მუქი იისფერი ან შავი ფერი. ნაყოფის გულში არის პატარა წიპწა. ნაყოფი არის რბილი და აქვს არასასიამოვნო არომატი. ნაყოფი მცენარეზე განთავსებულია ქოლგისებური ფორმის მტევანზე. სიმწიფეში შედის სექტემბერ-ოქტომბერში.

ქიმიური შემადგენლობა

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანწლის ნაყოფი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალება. ის ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს და აუმჯობესებს იმუნიტეტს. გარდა ამისა ხელს უშლის და ასევე ებრძვის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის პროცესს. დადებითად მოქმედებს სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობაზე. ორგანიზმიდას გამოდევნის შარდმჟავას, აქვს მსუბუქი დამაშვიდებელი ეფექტი. დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე: აქვს ფაღარათის საწინააღმდეგო ძლიერეად გამოხატული მოქმედება (შემკვრელი თვისება) და ა.შ.

• ანთების საწინააღმდეგო • ანტიბაქტერიული • შარდმდენი • ანტივირუსული • შემკვრელი

გამოყენება მედიცინაში

ანწლის ნაყოფი გამოიყენება სასუნთქი სისტემის სამკურნალოდ: ტუბერკულოზი, ხველა, პლევრიტი. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ: ფაღარათი, ბუასილი, საჭმლის გაძნელებული მონელება. უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის კარგად ებრძვის ნებისმიერი სახის სისმსივნურ დაავადებას. გარდა ამისა არის კარგი იმუნოსტიმულატორი. გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ: გაციება, გრიპი და ვირუსული ინფექციები.

• ხველა • პლევრიტი • ფაღარათი • ბუასილი • სიმსივნე (კიბო)

დოზირება

ცხელი ნაყენი. აიღეთ ხმელი მცენარე 5 გრამი და დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ 45 წუთი (გაგრილებამდე). შემდეგ გადაწურეთ ორმაგ დოლბანდში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, თითო ჯერზე ჭიქის 1/3 ნაწილი.

უკუჩვენებები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.

შეიძლება აღინიშნოს პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გადაჭარბოთ მითითებულ დოზებს.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.