სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ტონგკატ ალი კაფსულებში
ტონგკატ ალი
120 კაფსულა / 1 კაფსულა არის 800 მილიგრამი
30 – 25.00 ლარი
60 – 39.00 ლარი
120 – 69.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.

ტონგკატ ალი

ტონგკატ ალი ანუ (ევრიკომა გრძელფოთოლა) არის მარადმწვანე მცენარე და მიეკუთვნება ბუჩქისებრთა ნაირსახეობას.
სამშობლო – აზია, გავრცელებულია ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდში, ვიეტნამში და ლაოსში.
სიმაღლე – სამშობლოში მისი სიმაღლე 15 მეტრს აღწევს.
ფოთლები – 20 – 40 სანტიმეტრი. ისინი ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული.
ყვავილი – ნაყოფი – მისი ყვავილები შედგება 5–6 პატარა ლებნისგან. ხოლო ნაყოფი არის მწვანე, სიმწიფის დროს ხდება მუქი წითელი. ნაყოფის სიგრძე არის 1 – 2 სმ. სიგანე 0.5 – 1 სმ.

ევრიკომას ქიმიური შემადგენლობა

მის შემადგენლობაში შედის მრავალი ქიმიური ნაერთი: გლიკოზიდები, საპონინები, აფროდიზიაკები (ნივთიერება რომელიც აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას) მასში სულ შედის 65 ქიმიური ნაერთი .

ტონგკატ ალის ფარმაკოლოგიური თვისებები

ბოლო დროს ეს მცენარე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში. მართალია სამკურნალოდ იყენებენ ამ მცენარის სხვადასხვა ნაწილებს, მაგრამ ძირითადად იყენებენ მის ფესვებს. მისი ფესვები ძალიან მწარეა ამიტომ მას მწარე წამალსაც ეძახიან.

ტაივანის მეცნიერებმა ევრიკომას ფესვებიდან გამოყვეს 65 ბიოქიმიური ნაერთი, აქედან 10 აქტიურად ებრძვის ზოგიერთი სახის სისმსივნეს.

პრეპარატები რომლებიც მზადდება ტონგკატ ალისგან ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, ორგანიზმზე ახდენენ საერთო გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას. ასევე ასტიმულირებენ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს, აძლიერებენ სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნის პროცესს, ორგანიზმს ეხმარებიან ცხიმების წვაში.

მაგრამ მისი პოპულარობა დაკავშირებულია იმ თვისებასთან რომელიც მამაკაცის ორგანიზმში ზრდის ლიბიდოს. ასევე მას იყენებენ სპორტსმენები კუნთის მასის გასაზრდელად და გამძლეობის მოსამატაბლად. ეს მცენარე წარმატებით გამოიყენება ბოდიბილდინგში.

სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ტონგკატ ალის გამოყენება ორგანიზმში ამღლებს ენდოგენურ ტესტოსტერონს, რის შედეგადაც იზრდება სქესობრივი ლტოლვა . იზრდება ფიზიკური გამძლეობა, კუნთის მასა და ძალა.

  1. ფიზიკური გამძლეობის ამაღლება.
  2. თირკმელების დაავადება (პიელონეფრიტი).
  3. პროსტატიტი.
  4. იმპოტენცია.
  5. თესლის ნაადრევი გამოყოფა.
  6. აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას.
  7. აძლიერებს ლიბიდოს.
  8. იზრდება სქესობრივი ლტოლვა.
  9. იზრდება კუნთის მასა.
  10. მატულობს ენდოგენური ტესტოსტერონი.

ტონგკატ ალის მიღება რეკომენდირებულია მამაკაცებისთვის ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად, ერექციის გასაძლიერებლად და საერთოთ სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ტონგკატ ალის მიღების წესი

ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 1 ან 2 კაფსულა სასურველია ჭამის დროს.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს უძილობა.

არ არის რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტის დროს.

არ არის რეკომენდირებული გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.