სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
კოწახურის მშრალი ნაყოფი
კოწახურის მშრალი ნაყოფი
შეკვეთის მიხედვით
100 – 19.00 ლარი
250 – 28.00 ლარი
500 – 49.00 ლარი
1000 – 69.00 ლარი
ირანი

კოწახურის ნაყოფი დაფასოებულია საქართველოში. შეძენის შემთხვევაში მშრალი ნაყოფი მოთავსებული იქნება პოლიეთილენის ჰერმეტულად დახურულ პარკში.

კოწახურის აღწერა

კოწახური 1,5 - 3 მ სიმაღლის ბუჩქია ძლიერი ფესვითა და გამერქნებული ფესვურებით. ყლორტებზე მრავლადაა 3 სმ-მდე სიგრძის ეკლები. ეკლები მაგარია, სამ ან ხუთგანყოფილებიანი, მოთავსებულია ფოთლების უბეებში. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული.

კოწახურის სამშობლოა სამხრეთ ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ აზია. ასევე მოჰყავთ ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში: აშშ-ში, კანადაში და ა,შ . იგი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მ -მდე. კოწახური კარგად ვითარდება ქვიან ადგილებში, მთებში, აგრეთვე მდინარეებსა და ნაკადულების გაყოლებაზეც.

ყვავილი: ყვავილები ოქროსფერ – ყვითელი ფერის , 3-6 სმ სიგრძის მტევნებია.

კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც ფესვის სტოლონებით.

ნაყოფი: წითელი ფერის წაგრძელებული, წვნიანი კენკრა. ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. 7-10 მმ სიგრძის და 3-5 მმ სიგანის. ნაყოფი 5 პროცენტამდე შაქრებსა და 6-7 პროცენტ ვაშლის მჟავას შეიცავს. მათგან ამზადებენ მურაბას, ლიმონათს, კანფეტებს, გამაგრილებელ სასმელებს, იხმარება კულინარიაში ისეთი ხორციანი კერძების შესაკაზმად, როგორიცაა კუპატი, ხინკალი, ქაბაბი და სხვ.

კოწახურის ფოთლები: წამწამებით შემოსილი, წვრილად დაკბილულნაპირებიანი ოდნავ ტყავისებური, მკაფიოდ გამოხატული ძარღვების ქსელით. სიგრძე - 2 - 6 სმ; სიგანე - 2-3 სმ. ივნისში შეგროვილი ფოთლები შეიცავენ 120 მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი. ფოთლები ელიფსურია, დაკბილული და მკვრივი.

კოწახურის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი კოწახური შეიცავს 29.6 კილოკალორიას

ვიტამინები:

C, K, E


მიკრო ელემენტები

რკინა, მანგანუმი.

მაკრო ელემენტები

კალიუმი, მაგნიუმი.


ასევე შეიცავს: ორგანულ მჟავებს - ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას და კაროტინოიდებს.


აგრეთვე ალკალოიდებს: ბერბერინს, ბერბერუბინს, კოლუმბამინს, პალმატინს, იატრორიზინს და ფლავონიდებს.

კოწახურის ნაყოფის ფარმაკოლოგიური თვისებები

კოწახური შეიცავს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც ეწინააღმდეგება უჯრედზე ბაქტერიის მავნე ზემოქმედებას და ამით ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ბერბერინი ასევე ხელს უშლის ორგანიზმში მავნე სოკოების, ბაქტერიების, და მიკრო ორგანიზმების ზრდას. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

კოწახურის შემადგენლობაში შესულ ბერბერინის ქლორიდს, სტაფილოკოკის და სხვა ბაქტერიების წინააღმდეგ გააჩნია იმაზე ძლიერი მოქმედება, ვიდრე ქლორამფენიკოლს (ძლიერ ანტიბიოტიკი).

კოწახური იწვევს ნაღვლის ბუშტის ტონუსის შემცირებას, შეკუმშვის გაიშვიათებასა და მისი ამპლიტუდის შემცირებას. ამიტომ გამოიყენება ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია) აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებით პროცესებს.

კოწახური სავსეა პოლივიტამინებით, რომელიც ამაგრებს გულის კუნთს და ამცირებს წნევას.

კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ასევე საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს.

კოწახური აფართოებს სისხლძარღვებს, ამით მცირდება პერიფერიული წინაღობა და არტერიული წნევა დაბლა იწევს.

მასში შემავალი ალკალოიდები ანადგურებენ ტოქსინებს, და ეხმარებიან ორგანიზმს ცხიმის წვასა და წონის კლებაში.

კოწახური შეიცავს ლიმონმჟვასა და ვაშლის მჟავას, ამის გამო გააჩნია ანთების და ცხელების საწინააღმდეგო მოქმედება.

კოწახურის ნაყოფი ნეირონში ნერვული აღგზნების წარმოქმნის დროს ნეირონის დეპოლარიზაციისას ხსნის კალიუმის არხს რაც ასტიმულირებს ნერვული იმპულსის წარმოქმნასა და გადაცემას სხვა ნეირონზე. კოწახურის ნაყოფი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, რომელიც ასევე ასტიმულირებს კალიუმის არხის მოქმედებას. ეს ყველაფერი კი ეხმარება ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას უკეთ ფუნქციონირებაში.

კოწახურის შემადგენლობაში შესული ერთ-ერთი ალკალოიდი ბერბამინი ეწინააღმდეგება კალიუმისა და ნატრიუმის გადატვირთვას, რაც ხელს უშლის პარკუჭოვან ფიბრილაციას.

    საერთო თვისებები

  1. გამოიყენება ნაღვლი ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ (ქრონიკული რეციდივირებული ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზია);
  2. აუმჯობესებს ნაღვლის დენას, ამცირებს ტკივილებსა და ანთებით მოვლენებს;
  3. გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების სამკურალოდ;
  4. გამოიყენება, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ;
  5. იყენებენ ელენთის გადიდების საწინააღმდეგოდ;
  6. გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები;
  7. გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება;
  8. გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ;
  9. იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის შეკუმშვას;
  10. ადიდებს გულის შეკუმშვათა ამპლიტუდას და ახშირებს რიტმს, ამაგრებს გულის კუნთს, დაბლა სწევს სისხლის წნევას;
  11. გამოიყენება სიცხის დამწევ საშუალებად;
  12. გამოიყენება C-ავიტამინოზის სამკურნალოდ;
  13. გამოიყენება ღვიძლის და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ:
  14. გამოიყენება რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს;
  15. გამოიყენება თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების სამკურნალოდ;
  16. გამოიყენება კუჭის დაავადებების (კუჭის სპაზმების, ფაღარათის) სამკურნალოდ;
  17. გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები;
  18. გამოიყენება სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს;
  19. აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;
  20. გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ:
  21. გამოიყენება საშვილოსნოს მიომას სამკურნალოდ;
  22. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი;
  23. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  24. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
  25. გამოიყენება ნერვული აშლილობების ( მაგ: ეპილეფსიის, კრუნჩხვების და ა.შ) სამკურნალოდ;

კოწახურის მშრალი ნაყოფის / მიღება / გამოყენება

კოწახურის დღიური ნორმა შეადგენს 1 სუფრის კოვზს.

კოწახურის ნაყოფისგან ცხელი ნაყენის დამზადება. აიღეთ კოწახურის მშრალი ნაყოფი 1 სუფრის კოვზი, დააქუცმაცეთ და ჩაყარეთ მინის ან ემალირებულ ჭურჭელში, შემდეგ დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი შეფუთეთ და ასე გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაწურეთ დოლბანდში, გაანაწილეთ 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გადაწურვის შედეგად დარჩენილი ნაყოფი აუცილებლად შეჭამეთ.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გამოიყენოთ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს.

გადამეტებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს დიპეპსია.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.