სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
გულყვითელა კალენდულა
გულყვითელა

გულყვითელა არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარე რომელსაც აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. გთავაზობთ ამ მცენარეს და მასზე დამზადებულ პროდუქციას.

გულყვითელას შესახებ

გულყვითელას (კალენდულა) ბალახს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი უნივერსალური საშუალება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. აფთიაქებში ამ ყვავილის ფასი დაბალია თუმცა, მისი სარგებელი - განუზომელი.

ქიმიური შემადგენლობა

გულყვითელა შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას. მათ შორის:

  • ეთერზეთებს;
  • კაროტინს;
  • ფისს;
  • ანტიოქსიდანტებს;
  • ფიტონციდებს;
  • ტანიდებს;
  • ფლავონოიდებს;
  • ორგანულ მჟავებს;
  • საპონინებს და ა.შ.

გამოყენების სპექტრი

გულყვითელას ყვავილებისა და ღეროების გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი პრობლემების დროს:

  • მწვავე გასტრიტი, კუჭის ქრონიკული წყლული;
  • ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები;
  • ქოლელითიაზი;
  • ბრონქო-ფილტვის სისტემის დაზიანება;
  • გაციება, გრიპი;
  • სტენოკარდია, ლარინგიტი, ფარინგიტი;
  • პირის ღრუს დაზიანებები და დაავადებები;
  • ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, კანის დაზიანებები;
  • აკნე;
  • გინეკოლოგიური პათოლოგიები;
  • გულის უკმარისობა;
  • ჰიპერტონიული სინდრომი;
  • ბუასილი.

სასარგებლო თვისებები

გულყვითელას აქვს ძლიერი რეგენერაციული, ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

გულყვითელას გამომშრალი ყვავილების ნაყენს აქვს ჰიპოტენზიური მოქმედება, ასტაბილურებს გულის კუნთის მუშაობას და გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. ეს სასარგებლო მცენარე მოგიხსნით სიცხეს, აღადგენს კანის და ლორწოვანი ქსოვილის დაზიანებულ არეს, მოაწესრიგებს საჭმლის მონელების და ნაღვლის ორგანიზმიდან გამოდევნის პროცესს.

გულყვითელას ნახარშს შეუძლია გაუმკლავდეს კლიმაქსის არასასიამოვნო გამოვლინებებს.

გულყვითელა ანგინისა და ხველის წინააღმდეგ

გაციებას ყოველთვის თან ახლავს ყელის ტკივილი, მწვავე მშრალი ან სველი ხველა და ზოგადი სისუსტე. ასეთ დროს მშრალი გულყვითელას ყვავილების ნახარში დაგიწევთ სიცხეს, აღმოფხვრის ხველის სინდრომს და გაგიმარტივებთ სუნთქვას.

ანგინის დროს გულყვითელას ნახარში შეგვიძლია სავლებ საშუალებად გამოვიყენოთ და ეს პროცედურა ყოველ 2-3 საათში ჩავიტაროთ. რეგულარული გამოვლება მოხსნის ანთებას, მოგცემთ ბაქტერიოციდულ ეფექტს და შეამცირებს ტკივილს. გარდა ამისა, გულყვითელას ნაყენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ინჰალაციისთვის. მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენება ხელს შეუწყობს სასუნთქი გზების სწრაფად გათავისუფლებას და ხველის შეტევის შეჩერებას. ინჰალაციის გაკეთება უკეთესია ძილის წინ.

გულყვითელა და კუჭ-ნაწლავის სისტემა

მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, წყლულების და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს გულყვითელას ნახარში დაგეხმარებათ მოიცილოთ კუჭის კედლების ანთება, გულძმარვა, სიმძიმე კუჭის არეში და გააუმჯობესებს ნაწლავის მოძრაობას. მიიღეთ თბილი ნახარში მინიმუმ დღეში 3-4 ჯერ, ჭიქის ერთი მესამედი ჭამამდე 25-30 წუთით ადრე.

დაბალი მჟავიანობის დროს გულყვითელას ნახარში მიიღეთ ჭამამდე ერთი საათით ადრე ან ჭამის შემდეგ რამდენიმე საათის შემდეგ. გულყვითელას ნახარშით კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებების მკურნალობის სრული კურსი შეადგენს 6-8 კვირას.

ქოლეცისტიტსა და პანკრეატიტის მკურნალობა

პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დროს, გულყვითელას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სამკურნალო ყვავილი დააჩქარებს ნაღვლის წვენის გამოყოფას ორგანიზმიდან, მოაწესრიგებს დაავადებული ორგანოების ფუნქციას და აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს. ნაყენის მიღება რეკომენდირებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. შემდეგ უნდა გაკეთდეს ორკვირიანი შესვენება და ამის შემდეგ კვლავ შეიძლება განმეორდეს კურსი.

გულყვითელა ქოლესტერინის წინააღმდეგ

სამკურნალო მცენარე ხელს უწყობს სისხლძარღვების გაწმენდას და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას გვერდითი რეაქციების და სერიოზული გართულებების გარეშე. ბუნებრივი საშუალების მიღება, რომელიც აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. გულყვითელას რეგულარული მიღების შემთხვევაში ქოლესტერინის დონის შემცირება იწყება უკვე 2-3 კვირაში.

გულის დაავადებები და ჰიპერტენზია

გულყვითელა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ არითმიას, ქოშინს და ტკივილს გულის არეში. ის ხელს უწყობს არტერიული წნევის დაბლა დაწევას. გულყვითელა აძლიერებს სისხლძარღვებს, ათხელებს სისხლს და დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე.

ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, გულყვითელა უნდა მივიღოთ შემდეგი სახით: 1 ჩ.კ. ნაყენი უნდა დალიოთ ჭამის წინ, პრეპარატის მიღება საჭიროა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობაა –1 თვე.

გულყვითელა და გინეკოლოგიური დაავადებები

ქალების შარდ-სასქესო სისტემის პრობლემებისას შესაძლებელია გულყვითელას ნაყენის გამოყენება სასქესო ორგანოების ჩამოსაბანად ან აბაზანებისთვის. პროცედურის ჩატარება შეიძლება ყოველდღიურად საღამოს საათებში, თუმცა, სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ გინეკოლოგთან.

ჩამოსაბანი ხსნარი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, უფრო ცხელმა ან ცივმა სითხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქალის სხეულს. გულყვითელას სამკურნალო საშუალება ეფექტურია საშვილოსნოს ყელის ქრონიკული ეროზიის, ინფექციისა და შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროს.

კარგი სამკურნალო მოქმედება აქვს გულყვითელას საშვილოსნოს მიომის დროს.

გულყვითელა და აკნე

გულყვითელას ნაყენით შესაძლებელია სახის გაწმენდა. ასეთი ხსნარი გამოაშრობს გამონაყარს, მოახდენს ანტისეპტიკურ ეფექტს და ხელს შეუშლის ახალი გამონაყარის წარმოქმნას. კანის დამუშავება შეიძლება თბილი ხსნარით ბამბის დისკის გამოყენებით. გარდა ამისა, შესაძლებელი ხსნარის გაყინვა კუბიკების სახით და შემდეგ სახის დამუშავება ამ ყინულით.

თმების მკურნალობა

გულყვითელას გამოყენება შეიძლება, როგორც თმის გამაძლიერებელი საშუალება. მისი ნახარშით შეიძლება თავის ჩამობანა აბაზანის მიღების შემდეგ. ასეთი მარტივი საშუალება დაგეხმარებათ მოიშოროთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ქერტლი, ქავილი, ცვენა და ტეხვა. საბოლოო ჯამში გულყვითელა აუმჯობესებს თმის ხარისხს.

გამოყენების მეთოდები

გულყვითელას ყვავილებისა და ღეროებისგან შეიძლება შემდეგი სამკურნალო საშუალებების დამზადება:

ნახარში. 1 ს.კ. მცენარეს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მასა დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავაცხელოთ 15-20 წუთი. გადმოვდგათ, გავაცივოთ და კარგად გადავწუროთ. კონცენტრირებული ხსნარი გავაზაოთ ადუღებულ თბილ წყალში ისე, რომ მივიღოთ ერთი სავსე ჭიქა. მზა ნახარშის მიღება სასურველია დღეში 2-3-ჯერ ნახევარი ჭიქა.

ნაყენი. 2 ჩ.კ. ბალახს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი. ნაზავი დავტოვოთ 1 საათი რათა დაყენედეს და შემდეგ გადავწუროთ. ნაყენი უნდა მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ თითო სუფრის კოვზი. ამ ხსნარის გამოყენება შეიძლება მჯდომარე აბაზანებისთვის, ჭრილობის მოსაბანად და სასქესო ორგანოს ჩამოსაბანად (შპრიცით).

ზეთი. მინის ქილაში ჩაყარეთ გულყვითელას ყვავილები და დაასხით ზეითუნის ან მზესუმზირი ზეთი (სუფრის კოვზ ყვავილებზე საკმარისია 50 მლ ზეთი). ქილას მჭიდროდ დავაფაროთ თავსახური და შევინახოთ 3 კვირა დროდადრო შევანჯღრიოთ შიგთავსი. გულყვითელას მზა ზეთი შეგვიძლია გამოვიყენოთ ჭრილობების, წყლულების, ჩირქოვანი წარმონაქმნებისა და სხვა პრობლემების დროს.

გაფრთხილება

გულყვითელას გამხმარი ყვავილებისა და ღეროების გამოყენება აკრძალულია მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, დაბალი წნევის და ბრადიკარდიის დროს. ორსულებს მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ყელის ტკივილის დროს სავლებ საშუალებად. გულყვითელას ხსნარის დალევამ ან აბაზანის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოცილება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.