სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
უცხო სუნელი
უცხო სუნელის თესლი
შეკვეთის მიხედვით
1 – 39.00 ლარი
2 – 74.00 ლარი
ინდოეთი

უცხო სუნელის თესლი დაფასოებულია საქართველოში. პოლიეთილენის პარკზე მითითებულია შენახვის ვადა.

უცხო სუნელი

სამეფო: მცენარეები.
კლასი: ფარულთესლონები.
განყოფილება: ორლებნიანნი.
ოჯახი: პარკოსნები.
სახეობა: უცხო სუნელი.

უცხო სუნელი პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება ნახევარი მეტრის სიგრძის. აქვს სამ ფოთოლაკიანი ფოთოლი. მისი ყვავილი ყვითელი ფერისაა, იზდება 12-18 მმ სიგრძის. უცხო სუნელს აქვს მოყავისფრო ფერის 3-4 სმ სიგრძის თესლები, რომლებიც წვრილ, გრძელ პარკშია გახვეული - (თითო პარკში დაახლოებით 10-20 თესლი). უცხო სუნელის თესლი ინდური სამზარეულოს ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია.

უცხო სუნელის მარცვლის ქიმიური შემადგენლობა

100 გრამი უცხო სუნელის თესლი შეიცავს 323 კკალ

ვიტამინები: A, D, C, B3, B6, B9, B12.

მიკრო ელემენტები: Zn, Fe, Mn, Se, Cu.

მაკრო ელემენტები: Mg, P, Ca.

უცხო სუნელის თესლი ასევე შეიცავს: საპოგენინებს - იამოგენინს, გიტოგენინს, ტიგოგენინს, ნეოტიგოგენს და დიოზგენინს; ალკალოიდებს - ტრიგონელინს, ქოლინს, გენტიანინს, კარპეინს და ა.შ.

უცხო სუნელის ფარმაკოლოგიური თვისებები

ტესტოსტერონი. უცხო სუნელის თესლი შეიცავს საპონინებს, რომლებიც ასტიმულირებენ სასქესო ჰორმონების სეკრეციას და ნორმაში აყენებენ ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობას.

ინსულინის სეკრეცია. უცხო სუნელის თესლი ზრდის სისხლში ინსულინის რეცეპტორების რაოდენობას და აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას პერიფერიულ ქსოვილებში. იგი შეიცავს ამინო მჟავა 4-ჰიდროქსისოლეუცინს, რომეიც ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას.

მენოპაუზა (კლიმაქსი). უცხო სუნელის თესლი შეიცავს დიოზგენინს და ესტროგენულ იზოფლავონებს, რომელთაც აქვთ ესტროგენის მსგავსი მოქმედება. ესტროგენის დაბალი რაოდენობა იწვევს მენოპაუზის (კლიმაქსი) სიმპტომებს, როგორიცაა: ხასიათის სწრაფი ცვალებადობა, დეპრესია, კრუნჩხვები და პათოლოგიური შიმშილი. უცხო სუნელის თესლი კი ამცირებს მენოპაუზის სიმპტომებს.

ქოლესტერინი. უცხო სუნელის თესლი შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო ბოჭკოებს, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის რაოდენობას არტერიებსა და სისხლძარღვებში. ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით კი ორგანიზმი თავიდან იცილებს მთელ რიგ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, გულის შეტევა, პარალიზი, გულის იშემიური დაავადებები, თრომბი სისხლში და ა.შ.

  1. გამოყენება მედიცინაში
  2. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი;
  3. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  4. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას;
  5. გამოიყენება შეკრულობის სამკურნალოდ;
  6. გამოიყენება წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ;
  7. გამოიყნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ;
  8. გამოიყენება არტერიების გამკვირვების სამკურნალოდ;
  9. ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას;
  10. ხელს უშლის მეტასტაზების გავრცელებას;
  11. გამოიყნება პირის ღრუს წყლულის სამკურნალოდ;
  12. გამოიყენება ბრონქიტის სამკურნლოდ;
  13. გამოიყენება კანქვეშა ქსოვილების ინფექციის სამკურნალოდ;
  14. გამოიყენება ტუბერკულიოზის სამკურნალოდ;
  15. გამოიყენება თირკმლის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ;
  16. აუმჯობესებს ლიბიდოს მამაკაცებში;
  17. გამოიყეება ერექციული დისფუნქციის, იმპოტენციის სამკურნალოდ;
  18. ასტიმულირებს ტესტოსტერონის სეკრეციას;
  19. აუმჯობესებს რძის სეკრეციას;
  20. გამოიყენება კუნთებისა და ლიმფური კვანზების შეშუპებისა და ტკივილის სამკურნალოდ;
  21. გამოიყნება კანის ინფექციური დაავადებების(ეგზემა, წყლულები და ა.შ) სამკურნალოდ;
  22. გამოიყნება დიაბეტის სამკურნალოდ;
  23. ზრდის სისხლში ინსულინის რეცეპტორების რაოდენობას;
  24. ანელებს თმის ცვენის პროცესს მამაკაცებში;
  25. გამოიყენება ანემიის სამურნალოდ;
  26. ამცირებს ტკივილს მენსტრუალური ციკლის და მშობიარობის დროს;
  27. ამცირებს მეოპაუზის სიმპტომებს;

უცხო სუნელის გამოყენების რეცეპტები

ცხელი ნაყენის დამზადება. 1 ჩაის კოვზ მარცვლებს დაასხით 250 მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. მიღებული ნაყენი დალიეთ დილით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ფხვნილის სახით. 500 ან 1000 მილიგრამი უცხო ცუნელის თესლის ფხვნილი მიიღეთ საჭმელთან ერთად, უმჯობესია სადილობისას. მიღების ხანგრძლივობა 2 თვე შემდეგ დაისვენეთ. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ კურსი.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ღებინება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.