Piping Rock
C ვიტამინი და ასკილის ნაყოფი
ფლაკონში არის 100 კაფსულა / 1000 მილიგრამი
89.00 ლარი
C ვიტამინი კაფსულებში
გთავაზობთ C ვიტამინს კაფსულირებული სახით. ყოველი კაფსულა შეიცავს ნატრიუმის ასკორბატის მშრალ ფხვნილს, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
- მწარმოებელი - აშშ / კომპანია – Piping Rock.
- კაფსულების რაოდენობა ფლაკონში - 100 ცალი.
- კაფსულის მასალა - ჟელატინი.
- კაფსულის შიგთავსი:
- ნატრიუმის ასკორბატი 1000 მილიგრამი.
- ასკილის ნაყოფი 18 მილიგრამი.
ნატრიუმის ასკორბატი და ასკორბინის მჟავა ორივე C ვიტამინის ფორმაა, თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებებია:
- მჟავიანობა: ასკორბინის მჟავა მჟავეა, ნატრიუმის ასკორბატი კი ნეიტრალური ან ოდნავ ტუტე. ამის გამო ნატრიუმის ასკორბატი შეიძლება უკეთესი არჩევანი იყოს მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მგრძნობელობა აქვს.
- გემო: ასკორბინის მჟავას მჟავე გემო აქვს, ნატრიუმის ასკორბატს კი ნაკლებად მჟავე.
- ხსნადობა: ნატრიუმის ასკორბატი წყალში უკეთ იხსნება, ვიდრე ასკორბინის მჟავა.
ორივე ფორმა უზრუნველყოფს ორგანიზმს C ვიტამინით და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, თუმცა რომელი ფორმაა თქვენთვის უფრო შესაფერისი, ამის განსაზღვრაში ექიმი დაგეხმარებათ.
დოზირება
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს წყალთან ერთად.
გაფრთხილება
- არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე.
- გამოიყენეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი.
