ადამის ზეთი დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და არ შეიცავს არანაირ დანამატებს. მის შემადგენლობაში შედის: ადამის ფესვი და სელის ზეთი (ცივი დაწურვის). ზეთს აქვს მუქი ფერი. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად შეიწოვება კანში.
ადამის ფესვი შეიცავს პექტინს, ცხიმოვან ზეთებს, ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ქსოვილებზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.
ადამის ზეთი დაგეხმარებათ ებრძოლოთ ისეთ დაავადებებს როგორიც არის: სებორეა, ფსორიაზი, ეგზემა, აკნე, როზაცეა, მშრალი კანის გამონაყარი და ა. შ. ის ასევე დაგეხმარებათ ძნელად შესახორცებელი ჭრილობების შეხორცებაში, წყლულების და კანზე ნახეთქების შეხორცებაში. ასევე კარგად მოქმედებს მაზოლებისა და მეჭეჭების დროს.
გამოიყენება დაავადებების დროს:
ზეთი წასმის შემდეგ არ აღინიშნება გამოხატული კანის წვა, როგორც ეს გამოიხატება ნედლი ფესვის წასმის დროს.
მცირე რაოდენობის ზეთი წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, ზეთი უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ზეთი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ზეთი არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური გადაუტანლობა.
არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა.