სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ადამის ფესვები
ადამის ფესვები ნედლი სახით
შეკვეთის მიხედვით
250 – 23.00 ლარი
500 – 35.00 ლარი
1 – 59.00 ლარი
საქართველო

შეკვეთის დროს ხდება მცენარის ფესვის საჭირო რაოდენობის მოჭრა და ადგილზე მიტანა. შესაბამისად პროდუქტი მუდმივად ნედლი სახით მიეწოდება მომხმარებელს.

ადამის ფესვის აღწერა

ადამის ფესვი არის ბალახოვანი ლიანა. მას აქვს ულვაშები რომელთა მეშვეობითაც ემაგრება მცენარეებს და სხვა ფიზიკურ სხეულებს. მისი ყლორტის სიგრძე აღწევს 4 მეტრს. მისი ფოთლების ფორმა გულისებრია და ყლორტეზე განლაგებულია მონაცვლეობით. ფოთლების ზედაპირი ხაოიანია. მცენარის ყვავილები არის მომწვანო–მოყვითალო ხოლო მისი ნაყოფი არის წვნიანი და აქვს წითელი ფერი.

ადამის ფესვის ქიმიური შემადგენლობა

შემადგენლობაში შედის: ჭიანჭველმჟავა, შაველის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, გლიკოზიდები, ბრიონინი, ბრიონიდინი, საპონინები, ორგანული მჟავები, ფიტოსტერინი, ეთერზეთები, ალკალოიდები, სტეროიდები, პექტინები, ცხიმოვანი ზეთები.

ადამის ფესვის ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარის ფესვები შეიცავენ პექტინს და ცხიმოვან ზეთებს, ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას.

საპონინების შემცველობის გამო მისი შინაგანი გამოყენება ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ამავე დროს ის აღადგენს ლორწოვან გარსს. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.

ადამის ფესვის გამოყენება მედიცინაში

ადამის ფესვები, როგორც სამკურნალო საშუალება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სისუსტისა და დაავადების სამკურნელოდ. მაგალითად:

  1. ხველა.
  2. ბრონქიტი.
  3. პლევრიტი.
  4. ტუბერკულოზი.
  5. შარდმდენი.
  6. შარდის ბუშტის დაავადებები.
  7. საშვილოსნოს დაავადებები.
  8. საშვილოსნოდან სისხლდენა.
  9. საკვერცხეების კისტა.
  10. ვენების ვარიკოზული გაფართოვება.
  11. რევმატიზმი.
  12. ოსტეოქონდროზი.
  13. რადიკულიტი.
  14. ართროზი.
  15. პოლიართრიტი.
  16. პოდაგრა.
  17. იშიაზი.
  18. იმპოტენცია.
  19. ინსულტი.
  20. ბუასილი.
  21. თრომბოფლებიტი.
  22. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  23. პოლიპები.
  24. სისხლჩაქცევები.
  25. დაჟეჟილობები.
  26. მეჭეჭები და ეგზემა.
ადამის ფესვის გამოყენების რეცეპტები

ნედლი ფესვი უნდა შეინახოთ მაცივარში, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გაყინოთ. რადგან დაკარგავს თავის სამკურნალო თვისებებს.

ფესვისგან ნაყენის მომზადების წინ ფესვი უნდა გაირეცხოს თბილი წყლის ჭავლის ქვეშ ჯაგრისის მეშვეობით. უნდა აეჭრას წვრილი ულვაშები. ის უნდა დაიჭრას დანით რომელიც არის უჟანგავი ლითონისგან დამზადებული, რკინის ან სხვა ლითონის დანით დაჭრის შემთხვევაში ის შედის რეაქციაში ფესვთან და კარგავს სამკურნალო თვისებებს. თუ გადაწყვიტეთ მისი გახეხვა ამ შემთხვევაში უმჯობესია ის გაიხეხოს პლასტმასის სახეხით. რათა შეუნარჩუნდეს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისება.

გარეგანი გამოყენებისთვის. რადიკულიტის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის და სახსრების დაავადების დროს.

200 გრამ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 500 მლ 40% – 50% არაყი და შედგით გრილ და ბნელ ადგილას. გააჩერეთ 5 დღე, მიღებული ნაყენით დაიზილეთ მტკივნეული ადგილები.

შინაგანი გამოყენებისთვის. საკვერცხეების კისტის და საშვილოსნოს ანთების დროს.

3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 500 მლ 60% სპირტი. შედგით გრილ და ბნელ ადგილას და გააჩერეთ 10 დღე. მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3 – ჯერ. ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. 1 სუფრის კოვზი სპირტიანი ნაყენი უნდა გახსნათ 200 მლ ანადუღარ გრილ წყალში.

შინაგანი გამოყენებისთვის. ისსულტის დროს.

1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 300 მლ 60% სპირტი. შედგით გრილ და ბნელ ადგილას და გააჩერეთ 10 დღე. მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 2 – ჯერ. ჭამიდან 30 წუთის შემდეგ 1 თვის განმავლობაში. 25 წვეთი უნდა გახსნათ 200 მლ ანადუღარ გრილ წყალში. კურსის გამეორება შესაძლებელია 2–3 კვირის შემდეგ.

შინაგანი გამოყენებისთვის. შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

100 გრამ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 000 მლ მშრალი ღვინო. შედგით გრილ და ბნელ ადგილას და გააჩერეთ 3 დღე. მიღებული ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3 – ჯერ. ჭამიდან 30 წუთის შემდეგ. 1 სუფრის კოვზი.

შინაგანი გამოყენებისთვის. იმპოტენცია სექსუალური უძლურება.

თანაბარი პროპორციებით 1:1:1 შეურიეთ ერთმანეთს ადამის ფესვი, ნაღების კარაქი და თაფლი. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ყოველ დილით ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ადამის ფესვთან დაკავშირებული გაფრთხილება

ადამის ფესვი შხამიანი მცენარეა ამიტომ არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. მოწამვლის შემთხვევაში გამოიწვევს პირღებინებას, კუჭის არეში ძლიერ ტკივილს, კრუნჩხვას და ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლას.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

მცენარისადმი ჰიპერაქტიური მგრძნობელობის შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.