კუჭ-ნაწლავის გასაწმენდი ანტიპარაზიტული მცენარეული ნაკრები დამზადბულია სენას ფოთლებისგან და კულმუხოს ფესვებისგან. ორივე მცენაე არის დაფქვილი და გადარეულია ერთმანეთში სპეციალური დოზირებით. ორივე მცენარე არის ძალიან კარგი ხარისხის რის გამოც პროდუქტს აქვს კარგი შედეგები.
სენას ფოთოლი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არის მსუბუქი საფაღარათო საშუალება და ამავე დროს არ არის ტოქსიკური. ძალიან კარგია მისი მიღება შეკრულობის დროს. ოფიციალურ მედიცინაში გამოიოყენება როგორც საფაღარათო და გამწმენდი საშუალება. ასევე გამოიყენება ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების სამკურნალოდ. აქვს მსუბუქი ნაღველმდენი მოქმედება. მისი მიღებიდან ეფექტი დგება 6-8 საათში.
კულმუხოს ფესვს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებები. ასევე ასტიმულირებს სეკრეტის ფუნქციას და მოტორულ ფუქციას. კულმუხოს ფესვები მოქმედებს კომპლექსურად. ხსნის ანთებით პროცესებს და სპაზმს, დაბლა წევს კუჭის მჟავიანობას და ნორმაში მოჰყავს ნაწლავების მოტორიკა (პერესტალტიკა) და კუჭის სეკრეტი. აუმჯობესებს ნაწლავების მიკრო ფლორას, აძლიერებს ნაღვლის წვენის და ლორწოს გამოყოფას. კლავს სოკოს და პარაზიტულ ორგანიზმებს. განსაკუთრებით ასკარიდებზე მოქმედებს დამღუპველად. ასევე კარგად დევნის ღორის, ხარის ჯუჯა სოლიტერს. მედიცინაში კულმუხოს იყენებენ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. ასევე გასტრიტის, გასტროენტერიტის და სხვადასხვა წარმოშობის ფაღარათის.
ეს ორი მცენარე ერთად იძლევა გასაოცარ შედეგებს. თანაც ნაკრები შერეულია სპეციალური დოზირებით, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბევრი ადამიანი იტანჯება კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებით, რადგან არასწორი კვება და ცხოვრების წესი ხელს უწყობს ამ სისტემის მოშლას. თანაც პარაზიტები რომლებიც ცხოვრობენ ადამიანის ორგანიზმში ნელ-ნელა ანადგურებენ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას. თუ გრძნობთ, რომ გავთ მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, ქრონიკული დაღლილობა და გაუვალობა, მაშინ ეს ნაკრები დაგეხმმარებათ აღიდგინოთ კუჭნაწლავის გამართული მუშაობა.
მიიღეთ დღეში 1 ხელ, 2 ან 4 კაფსულა, ჭამის დროს.
კურსის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 10 დღე. არ გადააჭარბოთ მითითებულ დღეებს და დოზებს.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ნაღვლის ბუშტში კენჭები 5მმ და ზევით. რადგან ეს არის ნაღველმდენი ნაკრები.
ნაკრებში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ.
ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ. თუ იღებთ რაიმე წამლებს მკურნალობის მიზნით, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ასევე 18 წლამდე ასაკის პირებმა გმოიყენეთ მხოლოდ თქვენ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.