სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ჭიის წამალი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება
ჭიის წამალი ანტიპარაზიტული მცენარეული ნაკრები
ფლაკონში არის 150 კაფსულა / 1 კაფსულა 500 მილიგრამი
1 – 31.00 ლარი
2 – 56.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ჭიის წამალი

ჭიის წამლის შემადგენლობაში შედის მცენარეები 1) მწარე აბზინდა 2) ასფურცელა 3) კულმუხოს ფესვები 4) ზირა 5) შავი კვლიავის თესლი და 6) კოჭა. ამ მცენარეების დოზირებული კომბინაცია ქმნის განსაკუთრებულად არასასიამოვნო და არახელსაყრელ გარემოს პარაზიტებისთვის (ჭიებისთვის). ანტიპარაზიტული უნიკალური ნაკრები ხელს უშლის ჭიების ზრდას და გამრავლებას. გარდა იმისა, რომ ეს ნაკრები ორგანიზმსს ასუფთავებს პარაზიტებისგან ის აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ნაწლავებში მიკრო ფლორის ზრდას და განვითარებას.

ქიმიური წამლებისგან განსხვავებით ის ურაყოფითად არ მოქმედებს ორგანიზმზე, თანაც ქიმიური წამლების მოქმედება მოკლევადიანია და მთლიანად ვერ სპობს ჭიებს, რადგან კვერცხები მაინც რჩება ნაწლავებში და წამლის ზემოქმედების გასვლის შემდედეგ კვლავ იწყებენ ზრდას და განვითარებას.

ანტიპარაზიტული ნაკრების მოქმედება

ჭიის წამალი შეიცავს 6 უნიკალურ მცენარეს, რომლებიც ერთობლივად ქმნიან განუმეორებელ კოპლექსს რომელიც სინერგიულად მოქმედებს ჭიებზე და ანადგურებს ნაწლავის პარაზიტებს. მისი დახმარებით ნაწლავებიდან მოიშორებთ თითქმის ყველა სახის ჭიებს და მათ კვერცხებს. კურსი გრძელდება 3 თვე, ამ დროის განმავლობაში ჭიებისთვის და მათი კვერცხებისთვის იქმნება აუტანელი გარემო რაც სპობს მათი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს. ჭიები ნელ-ნელა კვდებიან, ხოლო მათი შთამომავლობა ვერ მრავლდება რაც დამღუპველად მოქმედებს მათზე.

  1. ორგანიზმში ქმნის პარაზიტებისთვის არახელსაყრელ გარემოს.
  2. ხელს უშლის კვერცხებს გაზრდაში და განვითარებაში.
  3. ნაწლავებში იქმნება ისეთი გარემო სადაც ისინი ვეღარ იკვებებიან.
  4. აჯანსაღებს ნაწლავის მიკროფლორას.
  5. მთლიანობაში დადებითად აისახება მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.
  6. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

გამოყენების წესი

მიიღეთ 2 კაფსულა დღეში 3 ჯერ ჭამის დროს.

კურსის ხანგრძლივობა 25 დღე. შემდეგ დაისვენეთ 20 დღე. 20 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ 25 დღიანი კურსი. კურსის დამთავრების შემდეგ დაისვენეთ 20 დღე. 20 დღიანი დასვენებების დროს შეგიძლიათ დალიოთ გოგრის თესლის კოქტეილი. ეს კოქტეილი ხელს შეუშლის ჭიებს და მათ კვერცხებს მოქმედებაში და ისედაც დასუსტებულ პარაზიტებს გამოდევნის გარეთ. მთლიანობაში მკურნალობის კურსი შეადგენს 90 დღეს.

გოგრის თესლის კოქტეილის დამზადება. აიღეთ 2 ს/კ. გარჩეული გოგრის თესლი და 1 ს/კ სელის თესლი. ჩაყარეთ ბლენდერში, დაასხით 200 მლ. ცივი ანადუღარი წყალი და თქვიფეთ სანამ არ მიიღებს რძისფერ ბლანტ სითხეს. მიღებული კოქტეილი დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით. ყოველი ყლუპი დააგემოვნეთ და ნერწყვთან ერთად გადაყლაპეთ. დალიეთ ნელ-ნელა აუჩქარებლად ჭამამდე 1 საათით ადრე. ეს კოქტეილი არის როგორც საუკეთესო სამკურნალო საშუსლება ასევე ანტიპარაზიტული საშუალება. ის არ მისცემს პარაზიტებს 20 დღიანი დასვენების დროს ამოსუთქვის საშუალებას.

გაფრთხილება

შეიძლება აღინიშნოს ნაკრებში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ.

თუ გაქვთ გასტრიტი, კუჭის წყლული ან პანკრეატიტი უმჯობესია სანამ გამოიყენებთ ამ ნაკრებს მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს.

ფეხმძიმობის და ლაქტაციის პერიოდში არ გამოიყენოთ. თუ იღებთ რაიმე წამლებს მკურნალობის მიზნით, ან გაქვთ ქრონიკული დაავადება მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ასევე 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოიყენეთ მხოლოდ თქვენ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.