მაზი დამზადებულია ნატურალური და ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. მის შემადგენლობაში შედის: 1) ადამის ფესვი. 2) დაფნის ფოთოლი. 3) დინდგელი (პროპოლისი). 4) ფუტკრის სანთელი. 5) სელის ზეთი ცივი გამოწურვის. მალამო არის მაქსიმალურად ეფექტური, რადგან მზადდება ცივად და არ ხდება მისი თერმული დამუშავება. ყველა კომპონენტს შენარჩუნებული აქვს თავისი დადებით თვისებები რის გამოც ის სინერგიულად მოქმედებს ორგანიზმზე. ამავე დროს მასში არ არის არანაირი დანამატები გარდა ჩამოთვლილი კომპონენტებისა.
მალამოს სამკურნალო სპექტრი საკამაოდ დიდია, თუმცა გვინდა გამოვყოთ მისი რამოდენიმე თვისება. მალამო ძალიან დადებითად მოქმედებს ოსტეოქონდროზის, პოდაგრის და სახსრების ანთების დროს. თუმცა ეს რათქმაუნდა სრული ჩამონათვალი არ არის. მალამოს დადებით მოქმედებას განაპირობებს ის, რომ ორგანიზმს ეხმარება დაავადების გამომწვევი მიზეზის დამარცხებაში. იმით, რომ პრობლემურ ადგილში აცხრობს ანთებას, აფართოვებს სისხლძარღვებს, ბაქტერიებს არ აძლევს გამრავლების და განვითარების საშუალებას რაც ხშირ შემთხვევაში არის ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი. აგრეთვე სახსრებს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით რომლებიც ეხმარება თავისი ფუნქციის აღდგენაში.
ადამის ფესვი შეიცავს პექტინს და ცხიმოვან ზეთებს. ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ქსოვილებზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.
დაფნას აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მცენარე კარგად მოქმედებს კანის გამონაყარზე, ალერგიაზე, გაღიზიანებაზე. დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე, რევმატიზმზე, პოდაგრაზე და ოსტეოქონდროზზე.
პროპოლისი "დინდგელი" ძალიან მდიდარია ნივთიერებებით. როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სახსრებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში. ცვილი ამარაგებს სახსრებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
მალამო გამოიყენება დაავადებების დროს:
მცირე რაოდენობის მაზი წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობით იმდენ ხანს, სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 3-ჯერაც.
მალამოს წასმის შემდეგ არ აღინიშნება გამოხატული კანის წვა, როგორც ეს ხდება ადამის ნედლი ფესვის წასმის დროს.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ადამის ფესვზზე და დაფნის ფოთოლზე.
ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ დაფნა არის ალერგენი. შეამოწმეთ თქვენი ორგანიზმი ალერგიულობაზე სანამ გამოიყენებთ მალამოს.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს მალამოში შემავალი მცენარეების ინდივიდუალური გადაუტანლობა.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.