პოდაგრის მალამო დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი და მცენარეული ინგრედიენტებისგან. არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს, ამიტომ მას არ აქვს არანაირი ურყაფითი მოქმედება ორგანიზმზე. მალამო მზადდება სპეციალური მეთოდით რომლის დახმარებითაც მალამოში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერება.
მალამოს შემადგენლობაში შედის:
პოდაგრის მალამოს სამკურნალო მოქმედება მიმართულია ამ დაავადების როგორც სიმპტომების ასევე მისი გამომწვევი მიზეზის სამკურნალოდ. მალამოს დადებით მოქმედებას განაპირობებს ის, რომ ორგანიზმს ეხმარება დაავადების გამომწვევი მიზეზის დამარცხებაში. იმით, რომ პრობლემურ ადგილში აცხრობს ანთებას, აფართოვებს სისხლძარღვებს. აგრეთვე სახსრებს ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით რომლებიც ეხმარება სახსარს თავისი ფუნქციის აღდგენაში.
იასამანის ყვავილი კარგად მოქმედებს სახსრების დაავადებაზე, ებრძვის ანთებით პროცესებს და რევმატულ ართრიტს. აყუჩებს ტკივილს და სახსარს უბრუნებს ელასტიურობას. ასევე ორგანიზმიდან გამოდევნის შარდმჟავას მარილებს.
მდოგვი ამცირებს ტკივილს ართრიტის დროს, ასევს აქვს გათბობის ეფექტი, აფართოვებს სიხლის კაპილარებს და ხელს უწყობს სისხლით მომარაგების პროცესს. ასევე არის მდიდარი ვიტამინებით და კვებავს როგორც სახსრის გარშემო კანს ასევე სახსრის ხრტილოვან ქსოვილს.
ადამის ფესვი შეიცავს პექტინს და ცხიმოვან ზეთებს. ეს ნივთიერებები კანზე მოქმედებენ როგორც ნერვული დაბოლოებების გამაღიზიანებლები. ამიტომ მისი გარეგანი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ქსოვილებზე მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო მასში შემავალი სტეროიდების წყალობით ის ასუფთავებს სისხლს და ტონუსში მოჰყავს სისხლძარღვების კედლები.
გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური, ანტისპაზმური და მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე კრგად ხსნის ალერგიულ ფონს, ხსნის გაღიზიანებას და ქავილს. ასეთი თვისებების გამო მისი გამოყენება მალამოში კარგ შედეგებს იძლევა სახსრების კომპლექსური მკურნალობის დროს.
ევკალიპტის ფოთოლს აქვს მრავალფუნქციური მოქმედება ორგანიზმზე. მას განსაკუთრებულად გამოხატული აქვს ანტიბაქტერიული, ვირუსების საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე აქვს დამამშვიდებელი მოქმედება ქსოვილებზე და ხსნის გაღიზიანებას.
ორკბილა გამოიყენება კანის დაავადებებს როგორიც არის ფსორიაზი, დერმატიტი, ატიპიური დერმატიტი, ფურუნკულოზი და ა. შ. ასევე კარგად შველის ალერგიულ გამონაყარს.
დაფნას აქვს გამოხატული ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მცენარე კარგად მოქმედებს კანის გამონაყარზე, ალერგიაზე, გაღიზიანებაზე. დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე, რევმატიზმზე, პოდაგრაზე და ოსტეოქონდროზზე. ასევე ხელს უწყობს სახსარში მარილების დაშლას და გამოდევნას.
პროპოლისი "დინდგელი" ძალიან მდიდარია ნივთიერებებით. როგორც მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სახსრებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში. ცვილი ამარაგებს სახსრებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
მალამოს მოქმედება პოდაგრაზე:
პოდაგრის მალამო ძალიან ეფექტურია პოდაგრის სამკურნალო კომპლექსთან ერთად, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ნიკრისის ქარის პრობლემასთან საბრძოლველად. კომპლექსი მოქმედებს ამ დავადების გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ მთელ ორგანიზმში, ხოლო მალამო მოქმედბს ლოკალურად რის შედეგადაც ჩქარდება განკურნების პროცესები.
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ წრიული მოძრაობით იმდენ ხანს, სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ. დილით და საღამოს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 3 ჯერ.
მალამოს წასმის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს კანის შეხურება რაც ახასიათებს მდოგვს.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, ადამის ფესვზე, დაფნის ფოთოლზე და იასამნის ყვავილზე.
შეამოწმეთ თქვენი ორგანიზმი ალერგიულობაზე სანამ გამოიყენებთ მალამოს.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს მალამოში შემავალი მცენარეების ინდივიდუალური გადაუტანლობა.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.