საბელნიკის მალამო დამზადებულია 1) საბელნიკის ფესვისა და ფესურასგან, 2) ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული სელის თესლის ზეთისგან, 3) საუკეთესო ხარისხის ფუტკრის სანთლისგან და 4) პროპოლისისგან. მალამო დამზადებულია შერევის საუკეთესო მეთოდით, მას არ გაუვლია თერმული დამუშავება, რის შედეგადაც მას შენარჩუნებული აქვს ყველა სასარგებლო ნივთიერება. საბელნიკის მალამოში არის სამკურნალო ნივთიერებების დიდი სპექტრი. მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი. აქვს დინდგელის და თაფლის სანთლის სასიამოვნო სურნელი. პროდუქტი არ შეიცავს არანაირ დანამატებს!
წყლის მარწყვა-ბალახი (საბელნიკი) ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის სამკურნალოდ. მას კარგად გამოყავს მარილები სახსრებიდან, ასევე კარგია ტრავმული დაზიანებების დროს როგორიც არის დაჭიმულობა და ნაღრძობი სახსარი. ის კარგად ახორცებს ჭრილობებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
დინდგელი (პროპოლისი) არის ანტი მიკრობული უძლიერესი ბუნებრივი ნივთიერება. დინდგელი არის ნივთიერება რომლის გარემოშიც ვერ ვითარდება ვერცერთი მიკრობი და პარაზიტი. ის ორგანიზმს ეხმარება: მოტეხილობების სწრაფ შეხორცებაში, კანის დაზიანებული ქსოვილების აღდგენაში და ჭრილობების შეხორცებაში. არბილებს დამწვარი კანის ნაწიბურებს, ასუფთავებს უჯრედის მემბრანას, მწყობრში მოჰყავს უჯრედის სუნთქვა და ებრძვის პათოლოგიურ უჯრედებს.
ფუტკრის სანთელი (ცვილი) აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. სანთლის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. სანთელი ქსოვილებს ამარაგებს სამკურნალო და საშენი ნივთიერებებით, რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენითი პროცესები.
სელის ზეთი მდიდარია უჯერი ცხიმებით როგორიც არის ომეგა 3. ომეგა 3 არის ცხიმმჟავა რომელიც ებრძვის ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეხმარება უჯრედებს მემბრანის განახლებაში, რადგან მემრანის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება არის ომეგა 3. გარდა ამისა სელის ზეთი ძალიან მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. სწორედ მათი წყალობით ის ამარაგებს დაზიანებულ ქსოვილებს და ეხმარება ქსოვილებს ორგანიზმს სწრაფ რეგენერაციაში.
მაზი არის უნიკალური, რადგან მასში შემავალი 4 ვე კომპონენტი არის 100% ნატურალური და მაღალი ხარისხის. ასევე მასში შემავალი კომპონენტები არის იდეალურ თანაფარდობაში რაც აორმაგებს მათ დადებით თვისებებს. საერთოდ მალამო მოქმედებს სინერგიულად და თანაც ლოკალურად, რაც ძალიან ეფექტურია. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ სასარგებლო, ნატურალური და ეფექტური პროდუქტები. მალამოს ეფექტურობას განაპირობებს ნატურალური პროდუქტები და კარგი ხარისხის ნედლეული.
ჰიგიენური პროცედურის შემდეგ მცირე რაოდნობის მალამო შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.
მალამოში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ თქვენ გაქვთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია მაშინ ეს პროდუქტი არ გამოიყენოთ. გამოყენებამდე კანზე შეამოწმეთ ალერგიულობა. მცირე დოზით შეიზილეთ მაჯის შიდა მხარეზე და დაელოდეთ 20-40 წუთი, თუ არ აღინიშნა რაიმე ალერგიული გამოვლინება შეგიძლიათ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
გამოყენების პერიოდში შეიძლება აღინიშნოს მალამოში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური გადაუტანლობა. ასეთი გამოვლინების დროს შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.