წყლის მარწყვა-ბალახის დაფქვილი ფესვები მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. ფესვები არის დაფქვილი და გაცრილი. ასეთი სახით მცენარე მზად არის გამოსაყენებლად. აღარ არის საჭირო მისი დაფქვა და დამუშავება. ამავე დროს ძალიან ადვილია დოზირების დაცვა. ასევე მცენარის შენახვა შესაძლებელია გაცილებით დიდი ხნის მანძილზე.
საბელნიკის ფესვების გამოყენება შეგიძლიათ სახსრების ნებისმიერი დაავადების დროს. ის დაგეხმარებათ ანთების ჩაცხრობაში, რაც ძირითად შემთხვევაში ხდება სახსრების დაავადების მიზეზი. ასევე ის აჩქარებს სახსრის ქსოვილის რეგენერაციას, რაც პირველ რიგში აჩერებს სახსრების დაავადებების პროგრესირებას და რაც მთავარია სახსრებში აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას რაც ხელს უწყობს სახრის ქსოვილის აღდგენითი პროცესების ამოქმედებას. ამ ყველაფერთან ერთად ამარეგებს სახსრის ქსოვილებს საჭირო ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობს გამაჯანსაღებელი პროცესების წარმართვას.
საუკეთესო ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ საბელნიკის მალამოსთან ერთად.
1 საფრის კოვზი ფხვნილი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენის 1/4 მიიღეთ დღეში 4 ჯერ. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ კურსი.
გამოიყენეთ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს. 18 წლამდე მოზარდებმა გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.