სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლაშქარას ფესვი
ლაშქარას ფესვი - დაფქული სახით
ფლაკონში არის - 100 გრამი
1 – 23.00 ლარი
2 – 43.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოთავსებულია ჰერმეტულად დახურულ ფლაკონში. ფლაკონზე მითითებულია ვადა და მიღების წესი.

ლაშქარას ფესვი

ფლაკონში მოთავსებულია ლაშქარას ფესვი იგივე ოკოპნიკი ან ჟივოკოსტი. პროდუქტი არის დაფქული და მზად არის გამოსაყენებლად. ლაშქარა არის კარგი ხარისხის რადგან გაიარა შრობის და დამუშავების ყველა საჭირო პროცედურა და მასში სრულად არის შენარჩუნებული ყველა სასარგებლო ნივთიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი. როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.

ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:

  1. დაჭიმულობა.
  2. ნაღრძობი.
  3. სისხლჩაქცევები.
  4. ზურგისა და კუნთების ტკივილი.
  5. რევმატიზმი.
  6. სახსრების ტკივილი.
  7. ოსტეოპოროზი.
  8. დამწვრობა.
  9. მოყინვა.
  10. კანის გაღიზიანება.
  11. კანის წყლულოვანი დაზიანება.
  12. ღია და დახურული მოტეხილობა.
  13. მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა.

ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.

გამოიყენება სავლებ საშუალებად ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს.

ლაშქარას ბაზაზე დამზადებულ მაზებს იყენებენ შრამების დარჩენისგან თავის ასარიდებლად და ნაწოლების მოსაშუშებლად.

ლაშქარას ანთების საწინააღმდეგო და შემაერთებელ თვისებებს კოსმეტოლოგები იყენებენ კანის მოვლის საშუალებების, პარსვის შემდგომი ლოსიონების და კბილის პასტების დამზადებისას.

სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს.

ლაშქარას ექსტრაქტი შედის ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატის შემადგენლობაში.

მეცნიერული კვლევები ადასტურებს მის უნარს დადებითი ზემოქმედება მოახდინოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსზე, იმუნურ სისტემაზე და ლეიკოციტების გამომუშავებაზე. ივარაუდება, რომ მას შეუძლია კიბოს განკურნება.

მიღების ინსტრუქცია

გარეგანი გამოყენებისთვის. 1 ჩ.კ. ლაშქარას დუფქული ფესვი ჩაყარეთ 100 მლ მდუღარე წყალში და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ, დააყენეთ სითბოში ნახევარი საათი და გადაწურეთ. მიღებული ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ: კომპრესების სახით, ასევე შეგიძლიათ მოიბანოთ ჩირქოვანი ჭრილობები და დამწვრობები.

შინაგანი გამოყენებისთვის. 1 ჩ.კ. ლაშქარას დუფქული ფესვი ჩაყარეთ 200 მლ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 45 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. არაუმეტეს 10 დღისა.

გაფრთხილება

არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.

ასევე თუ გაქვს ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურანლო პრეპარატებს გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

არ არის რეკომენდირებული ლაშქარას გამოყენება ღია ჭრილობის დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მოხდეს მავნე ნივთიერებების (ალკალოიდების) სისხლში შეწოვა. მისი გამოყენება უმჯობესია, როცა ჭრილობა უკვე შეხორცებულია.

ლაშქარას გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.