ლაშქარას მალამო არის დამზადებული ბუნებრივ ინგრედიენტებზე. მის შემადგენლობაში შედის:
მალამოს აქვს მოყავისფრო მოყვითალო ფერი. ასევე აქვს დინდგელის და სანთლის მსუბუქი სასიამოვნო არომატი. მალამო არის 100% ნატურალური და უნიკალური, რადგან დამზადებულია სპეციალური მეთოდით. რომლის მეშვეობითაც ინგრედიენტების შერევა და დოზირება ხდება ცივად, თერმული დამუშავების გარეშე. ასეთი მეთოდის მეშვეობით მალამო ინარჩუნებს ყველა სასარგებლო და სამკურნალო თვისებას. მისი გამოყენება მარტივია რადგან ადვილად ლღვება სხეულის ტემპერატურაზე და ადვილად შეიწოვება კანში. ასევე რაც მთავარია ის არ შეიცავს სხვა არანაირ დანამატებს გარდა ზევით ჩამოთვლილი კომპონენტებისა.
ლაშქარას სამკურნალო თვისებები ალანტოინის და როზმარინის მჟავას დამსახურებაა. ეს ნაერთები ადვილად აღწევენ კანში, აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობი ეფექტი. როზმარინის მჟავას აქვს თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი, ხოლო ალანტოინს ეპიდერმისის და ქსოვილების რეგენერაციის უნარი.
ლაშქარას გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს არა მარტო მედიცინას. ყველაზე ხშირად ფესვისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ რთულად შეხორცებადი ტრავმების დროს. ის დამხმარეა შემდეგი სახის პრობლემების დროს:
ლაშქარას ფესვი შეიცავს ნუტრიენტების კომპლექსს, რომელიც სწრაფად ხსნის ძვლებისა და სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას. ძირითადი კომპონენტია ნივთიერება ალანტოინი. ეს აჩქარებს ინერტული ქსოვილების შერწყმას, აქვს გამოხატული რეგენერაციული ეფექტი, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და აღადგენს დაზიანებულ ადგილებს.
სპორტსმენები მას აფასებენ მისი უნარის გამო, შეამსუბუქოს ტკივილი კუნთების დაჭიმვისა და ტრავმების დროს.
მალამო შეიცავს კიდევ 2 კომპონენტს რომელიც აძლიერებს ამ მცენარის სამკურნალო თვისებებს;
პროპოლისი "დინდგელი" წარმოადგენს ფუტკრების მიერ შექმნილ უნიკალურ პროდუქტს. ის ძალიან მდიდარია ნივთიერებებით, როგორც კვლევებმა აჩვენა ის შედგება 400 ზე მეტი ნივთიერებისგან რომლებიც სინთეზრდება მხოლოდ მცენარეებში. სწორედ ამ უნიკალური შემადგენლობის წყალობით ის დადებითად მოქმედებს სახსრების ჯანმრთელობაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული და ტკივიგამაყუჩებელი მოქმედება. ის ხსნის შეშუპებას, აღადგენს სისხლძარღვების სიმტკიცეს და უბრუნებს მათ ელასტიურობას. ასევე ის ხელს უწყობს და აჩქარებს ქსოვილებში მეტაბოლურ პროცესებს. რის შედეგადაც დაზიანებულ სახსრებში ხსნის ტკივილს, შეშუპებას და არასასიამოვნო ავადმყოფობის შეგრძნებას.
ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები სახსრებში. ცვილი ამარაგებს ქსოვილებს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით სხეულის პრობლემურ ადგილზე, მალამო უნდა შეიზილოთ იმდენ ხანს სანამ კანი ბოლომდე არ შეიწოვს მას. გამოიყენეთ დღეში 2 ჯერ ან 3 ჯერ. გამოყენებამდე ჩაიტარეთ ჰიგიენური პროცედურა.
არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე, რომლებიც ზევით არის ჩამოთვლილი. მაგრამ სანამ გამოიყენებთ შეამოწმეთ ხართ თუ არა ალერგიული.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის მალამო წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით მალამო არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები მალამო არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა გამოყენებამდე მომართეთ მკურნალ ექიმს.
არ არის რეკომენდირებული ლაშქარას გამოყენება ღია ჭრილობის დროს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადვილად შეიძლება მოხდეს მავნე ნივთიერებების (ალკალოიდების) სისხლში შეწოვა. მისი გამოყენება უმჯობესია, როცა ჭრილობა უკვე შეხორცებულია.