ამარანტის ზეთი კაფსულებში. პროდუქტი არის დმზადებული არარაფინირებული ცივი გამოწურვის მეთოდით მიღებული ზეთისგან. ამარანტის ზეთი გამოირჩევა თავისი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით. ამიტომ მისი ზეთი წარმოადგენს საკმაოდ მოთხოვნად და დეფიციტურ პროდუქტს. მწვანე აფთიაქი გთავაზობ ზეთის კაფსულირებულ ფორმას.
ნახშირწყალბადი სკვალენი. ამარანტის ზეთს პირველი ადგილი უკავია სკვალენის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლით. ზეთის შემადგენლობაში ის შეიძლება მერყეობდეს 6–15% მდე. როდესაც ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში ის შეადგენს მხოლოდ 1%. სკვალენი აუცილებელია ორგანიზმისთვის მავნე რადიოაქტიური გამოსხივებისგან თავის დასაცავად. ის ასევე აქტიურად ებრძვის ონკოლოგიურ უჯრედებს, ორგანიზმს ეხმარება ვირუსების, ბაქტერიების და ინფექციების დამარცხებაში. ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს.
ამარანტის უნიკალურმა ზეთმა მრავალ სფეროში ჰპოვა თავისი გამოყენება. ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში, კულინარიაში და კოსმეტოლოგიაში. ამარანტის ზეთის სარგებლობა ორგანიზმისთვის მრავალმხრივია. მისი სისტემატიური გამოყენებით შეგიძლიათ გამოკვებოთ ორგანიზმის ქსოვილები და თავიდან აირიდოთ უამრავი სერიოზული დაავადება.
ამარანტის ზეთი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მინერალებით და ვიტამინებით. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის დროს.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.
საქართველო / მწვანე აფთიაქი
პროდუქტი დამზადებულია საქართველოში. მწვანე აფთიაქის მიერ. მწვანე აფთიაქი უკვე მარავალი წელია ერთგულად უმსახურება თავის ერთგულ მომხმარებლებს და აწვდის მათ საუკეთესო ხარისხის პროდუქციას. აფთიაქი გარდა მცენარეების დამზადებისა, ორიენტირებულია სხვადასხვა მცენარეული და ნატურალური პროდუქციის წარმოებაზე.
ჩვენი მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების შედეგად ჩვენთან თანამშრომლობენ საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები რომლებიც გვაწვდიან საუკეთესო ხარისხის ბუნებრივ და ნატურალურ ნედლეულს. ჩვენ ვზრუნავთ პროდუქციის ხარისხზე რაც თავისთავად აისახება შედეგებზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ რაც დრო გადის მით უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება ჩვენი პროდუქციის ხარისხიანობაში. რაზეც მოწმობს მადლიერი ადამიანების ყოველდღიური ზრდა.
ჩვენი აფთიაქის ყველა წარმოდგენილი პროდუქტი არის ხელნაკეთი, რაც აისახება კიდეც პროდუქციის ხარისხზე.