კაფსულებში მოთავსებულია წმინდად დაფქული მცენარის ფხვნილი. ფხვნილის სახით მცენარის მიღება ამარტივებს მის დოზირებულ მიღებას. მცენარის ასეთი სახით მიღებას აქვს თავისი უპირატესობა რადგან ორგანიზმში ხვდება მთლიანი სახით. შედეგად ორგანიზმი საკვებთან ერთად ითვისებს მასში შემავალ ყველა სასარგებლო ნივთიერბას. ამავე დროს კაფსულირებული ნედლეული გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს ფარმაკოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს ვიდრე პირდაპირი სახით.
ადამის ფესვი არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, მიეკუთვნება დიოსკორეასებრთა ოჯახს. აქვს მსხვილი ტუბერი რომლის სიგრძე არის 20 - 100 სმ. ხოლო სისქე 5 - 10 სმ. ტუბერი გარედან არის დაფარული მუქი ფერის ქერქით, ხოლო შიგნიდან არის თეთრი. სამედიცინო მიზნით იყენებენ ტუბერს როგორც ნედლი ასევე გამომშრალი სახით.
ადამის ფესვს აქვს შარმდენი, საშვილოსნოდან სისხდენის შემაჩერებელი და ამოსახველებელი თვისებები. ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო და ხველის შესაჩერებელი მოქმედება, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე მაოქმედებს როგორც გამღიზიანებელი და აქვს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. ასტიმულირებს მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას. გარეგანი გამოყენების დროს კანზე აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება, მოქმედებს როგორც მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და სისხლის კაპილარების გამაფართოვებელი.
• ანთების საწინააღმდეგო • თმის ზრდის მასტიმულირებელი • კაპილარების გამაფართოვებელი • მსუბუქი საფაღარათო მოქმედება • სისხლდენის შემაჩერებელი • ტკივილგამაყუჩებელიადამის ფესვი მედიცინაში გამოიყენაბა საშვილოსნოდან სისხლდენის, ხველის, ფილტვების ანთების, ბრონქიტის, პლევრიტის, ყელის, ეპილეფსიის და თვალის დაავადებების დროს. გარეგანად გამოიყენაბა რევმატიზმის, ართრიტის, იშიაზის და ჭრილობების შეხორცების დაჩქარების მიზნით. თმის ცვენის და ბუდობრივი ცვენის სამკურნალოდ.
• ართრიტი • სახრების რევმატიზმი • იშიაზი • ფილტვების ანთება • პლევრიტი • ბრონქიტი • ხველა • ჭრილობები • სისხლდენა საშვილოსნოდან • თმის ცვენა • ალოპეცია (თმის ბუდობრივი ცვენა) • ეპილეფსიამიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1 ხელ ჭამის დროს მცირე წყალთან ერთად.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.
თუ გამოყენების დროს აღინიშნა რაიმე უკუჩვენება სასწრაფოდ შეწყვიტეთ მისი გამოყენება და მიმართეთ ექიმს.