კოლაგენი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ცილაა. ის მთელს ორგანიზმშია და ცილების დაახლოებით 35% -ს შეადგენს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ბლოკი, რომელიც ძირითადად გვხვდება ჩვენს კუნთებში, სახსრებში და კანში. ეს მკვებავი ცილა პასუხისმგებელია თქვენი კანის ბუნებრივ სიმტკიცეზე და ელასტიურობაზე. არსებობს კოლაგენის 16 ტიპი, თუმცა ორგანიზმში არსებული კოლაგენის ძირითადი ნაწილი შედგება I, II, III ტიპის კოლაგენისგან, რომლებიც წარმოადგენენ შემაერთებელი ქსოვილის , მათ შორის კანის, მყესების, იოგების, ძვლების, ხრტილის, სისხლძარღვების მთავარ ცილას, ისინი ასევე გვხვდებიან თმის, კანის, ფრჩხილების, კუნთების შემადგენლობაში. კოლაგენი ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებ წყაროებში, განსაკუთრებით მინერალებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა თევზი, ქათამი, კვერცხის ცილა, ციტრუსი, კენკრა, ფოთლოვანი მწვანე მცენარეები, თხილი და სხვა. კანის 70 % სწორედ კოლაგენისგან შედგება. ის უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და ნაოჭებისგან დაცვას. ჩვენი ორგანიზმი მუდმივად გამოიმუშავებს კოლაგენს თუმცა ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება ნელდება. 25 წლიდან 45 წლამდე ადამიანის სხეული კოლაგენის საერთო რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს კარგავს. კოლაგენის გამომუშავება განსაკუთრებით მცირდება მენოპაუზის შემდეგ. კოლაგენის ნაკლებობის შედეგად იწყებ მკვეთრად გამოხატული კანის სიმშრალე, ღრმა ნაოჭები, არაელასტიური კანი, ასევე უარესდება უხეშდება და მეტად მტვრევადი ხდება თმის სტრუქტურაც. იწყება სახსრების და კუნთების ტკივილი, სუსტდება და მტვრევადი ხდება ფრჩხილები და სხვა. ამიტომ აუცილებელია მიიღოთ მაღალი ხარისხის კოლაგენის დანამატი თქვენი ორგანიზმისათვის კოლაგენის საჭირო დონის შესანარჩუნებლად. კოლაგენის ცილის დანამატები გახდა ფართოდ პოპულარული ფენომენი საკვებ დანამატებში. კოლაგენის დანამატები იწარმოება აბების, სითხის ან ფხვნილის სახით. ამ ცილის მიღება უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და და დატენიანებული, ნელდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი, კოლაგენი ასევე აღადგენს დაზიანებულ თმას და ფრჩხილებს. ხელს უწყობს სახსრების, ძვლების და მყესების სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, მზესუმზირის ლეციტინი, ყვითელი ფუტკრის ცვილი, ტიტანის დიოქსიდის ფერი, კარმინის ფერი
მოზრდილებში მიიღება 5 კაფსულა ყოველდღიურად, სასურველია ჭამის დროს.
თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებაზე, იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. თუ რაიმე გვერდითი რეაქცია მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. ბიოტინმა შეიძლება ხელი შეუშალოს ლაბორატორიულ ტესტებს. შეიძლება შეიცავდეს სულფიტის კვალს მცირე რაოდენობით. არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.