სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
მულტი კოლაგენი
მულტი კოლაგენი
ფლაკონში არის - 180კაფსულა
30 – 39.00 ლარი
60 – 69.00 ლარი
120 – 99.00 ლარი
139.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

კოლაგენი თქვენი სილამაზის, ახალგაზრდობის და ჯანმრთელობისთვის!

კოლაგენი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ცილაა. ის მთელს ორგანიზმშია და ცილების დაახლოებით 35% -ს შეადგენს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ბლოკი, რომელიც ძირითადად გვხვდება ჩვენს კუნთებში, სახსრებში და კანში. ეს მკვებავი ცილა პასუხისმგებელია თქვენი კანის ბუნებრივ სიმტკიცეზე და ელასტიურობაზე. არსებობს კოლაგენის 16 ტიპი, თუმცა ორგანიზმში არსებული კოლაგენის ძირითადი ნაწილი შედგება I, II, III ტიპის კოლაგენისგან, რომლებიც წარმოადგენენ შემაერთებელი ქსოვილის , მათ შორის კანის, მყესების, იოგების, ძვლების, ხრტილის, სისხლძარღვების მთავარ ცილას, ისინი ასევე გვხვდებიან თმის, კანის, ფრჩხილების, კუნთების შემადგენლობაში. კოლაგენი ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებ წყაროებში, განსაკუთრებით მინერალებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა თევზი, ქათამი, კვერცხის ცილა, ციტრუსი, კენკრა, ფოთლოვანი მწვანე მცენარეები, თხილი და სხვა. კანის 70 % სწორედ კოლაგენისგან შედგება. ის უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და ნაოჭებისგან დაცვას. ჩვენი ორგანიზმი მუდმივად გამოიმუშავებს კოლაგენს თუმცა ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება ნელდება. 25 წლიდან 45 წლამდე ადამიანის სხეული კოლაგენის საერთო რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს კარგავს. კოლაგენის გამომუშავება განსაკუთრებით მცირდება მენოპაუზის შემდეგ. კოლაგენის ნაკლებობის შედეგად იწყებ მკვეთრად გამოხატული კანის სიმშრალე, ღრმა ნაოჭები, არაელასტიური კანი, ასევე უარესდება უხეშდება და მეტად მტვრევადი ხდება თმის სტრუქტურაც. იწყება სახსრების და კუნთების ტკივილი, სუსტდება და მტვრევადი ხდება ფრჩხილები და სხვა. ამიტომ აუცილებელია მიიღოთ მაღალი ხარისხის კოლაგენის დანამატი თქვენი ორგანიზმისათვის კოლაგენის საჭირო დონის შესანარჩუნებლად. კოლაგენის ცილის დანამატები გახდა ფართოდ პოპულარული ფენომენი საკვებ დანამატებში. კოლაგენის დანამატები იწარმოება აბების, სითხის ან ფხვნილის სახით. ამ ცილის მიღება უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და და დატენიანებული, ნელდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი, კოლაგენი ასევე აღადგენს დაზიანებულ თმას და ფრჩხილებს. ხელს უწყობს სახსრების, ძვლების და მყესების სრულფასოვან ფუნქციონირებას.

მულტი კოლაგენის ნაზავის ძირითადადი შემადგენელი კომპონენტებია:
    შემადგენლობა
  1. ძროხის ჰიდროლიზებული კოლაგენის პეპტიდები (ტიპი I და III)
  2. ჰიდროლიზებული თევზის კოლაგენის პეპტიდები (ტიპი I)
  3. ჰიდროლიზებული ქათმის კოლაგენის პეპტიდები (ტიპი II)
  4. კვერცხის ნაჭუჭის მემბრანის კოლაგენი (ტიპი I, V და X)

გამოყენება

გამოიყენება მოზრდილებში. ყოველ საღამოს, კანის დასატენიანებლად, დაიტანეთ შრატი სუფთა კანზე დამატენიანებელ/მკვებავ კრემამდე. შრატის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატენიანებელ/მკვებავ კრემთან ერათად ასევე მის გარეშეც. მოზრდილებში მიიღება 4 კაფსულა ორჯერ დღეში, სასურველია უზმოზე.


    მულტი კოლაგენის ინგრედიენტები
  1. ბრინჯის ფხვნილი
  2. ჟელატინის კაფსულა
  3. მცენარეული მაგნიუმის სტეარატი
  4. სილიციუმი

გაფრთხილება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებაზე, იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. თუ რაიმე გვერდითი რეაქცია მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. შეიძლება შეიცავდეს სულფიტის კვალს მცირე რაოდენობით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.