კოლაგენი ადამიანის ორგანიზმის მთავარი ცილაა. ის მთელს ორგანიზმშია და ცილების დაახლოებით 35% -ს შეადგენს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ბლოკი, რომელიც ძირითადად გვხვდება ჩვენს კუნთებში, სახსრებში და კანში. ეს მკვებავი ცილა პასუხისმგებელია თქვენი კანის ბუნებრივ სიმტკიცეზე და ელასტიურობაზე. კანის 70 % სწორედ კოლაგენისგან შედგება. ის უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და ნაოჭებისგან დაცვას. ჩვენი ორგანიზმი მუდმივად გამოიმუშავებს კოლაგენს თუმცა ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის გამომუშავება ნელდება. 25 წლიდან 45 წლამდე ადამიანის სხეული კოლაგენის საერთო რაოდენობის დაახლოებით 30 %-ს კარგავს. კოლაგენის გამომუშავება განსაკუთრებით მცირდება მენოპაუზის შემდეგ. კოლაგენის ნაკლებობის შედეგად იწყებ მკვეთრად გამოხატული კანის სიმშრალე, ღრმა ნაოჭები, არაელასტიური კანი.
PipingRock-ის კოლაგენის შრატი: PipingRock-ის კოლაგენის შრატი შესანიშნავია თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის რუტინაში დასამატებლად. ყოველ საღამოს, კანის წმენდის შემდეგ, კოლაგენის შრატის მხოლოდ რამოდენიმე წვეთია საჭირო რომ მიიღოთ დატენიანებული ბზინვარე კანი. ეს უნიკალური ნაზავი უზრუნველყოფს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და შედეგად კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და დატენიანებული, ნელდება ნაოჭების წარმოქმნის პროცესი.
გამოიყენება მოზრდილებში. ყოველ საღამოს, კანის დასატენიანებლად, დაიტანეთ შრატი სუფთა კანზე დამატენიანებელ/მკვებავ კრემამდე. შრატის გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატენიანებელ/მკვებავ კრემთან ერათად ასევე მის გარეშეც.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ რაიმე გვერდითი რეაქცია მოხდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ამ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.