სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
თუთია (გლუკონატი) 50 მგ
თუთია (გლუკონატი)
250 აბი / 1 აბი არის 50 მილიგრამი
60   – 33.00 ლარი
120 – 59.00 ლარი
1 – 79.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

60 ან 120 აბის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში.
მსგავსი პროდუქტები
თუთია (პიკოლინატი) 50 მგ
თუთია (პიკოლინატი)

თუთია - გლუკონატი

თუთია დამზადებულია ამერიკული კომპანიის მიერ. თუთია ადამიანის ორგანიზმში არ სინთეზირდება, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის თამაშობს მთავარ როლს ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში, მონაწილეობას იღებს 70 თზე მეტ ფერმენტთან ერთად ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაში.

თუთიას სასარგებლო თვისებები

თუთიის სულფატის პირდაპირი სახით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მონელების სისტემის მოშლა. თანაც პირდაპირი სახით ორგანიზმს მისი ათვისება უჭირს. ხოლო თუთიის გლუკონატი ადვილად შეიწოვება და არ იწვევს პრობლემებს. მისი გამოყენებით შეივსებთ ორგანიზმისთვის საჭირო თუთიის ყოველდღიურ მარაგს.

თუთია აუცილებელია ორგანიზმში უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. ამიტომ ის აუცილებელია ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს. ასევე თუთია აუცილებელია ბავშვებში და მოზარდებში როცა ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედების ზრდა. ასევე ის მონაწილეობს უჯრეიდის გაყოფაში და დნმ სინთეზში. თუთია ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცბას და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას.

ასაკის მატებასთან ერთად საჭირო ხდება თუთის მარაგის კონცენტრირება ორგანიზმში. ის უამჯობესებს ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა ორგანიზმს ეხმარება სეზონური ცვლილებებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ადვილად ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს რომლებიც აზიანებენ უჯრედებს. ასევე მისი საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს მხედველობის ორგანოებს ხანგრძლივ და ჯანმრთელ მუშაობას. თუთია არის აუცილებელი მიკროელემენტი კანის და თმების ჯანმრთელობისთვის. მონაწილებს კოლაგენის სინთეზში რითაც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, მის ჯანსაღ და ბუნებრივ იერს და ხელს უშლის ლაქების გაჩენას. ეს მიკრო ელემენტი ხელს უწობს თმების ჯანსაღ ზრდას.

თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, რაც აუცილებელია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. ამ ჰორმონზეა დამოკიდებული მისი ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება. თუთია ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობას და სიცოცხლისუნარიანობას, ამიტომ მისი როლი საკმაოდ დიდია მამაკაცის რეპროდუქციულობაში.


  1. ეხმარება იმუნურ სისტემას ჯანსაღ ფუნქციონირებაში.
  2. მონაწილეობს დნმ სინთეზში.
  3. მისი დახმარებით ხდება უჯრედების გაყოფა და ზრდა.
  4. ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.
  5. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და ადვილად ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.
  6. ხელს უწობს მხედველობის შენარჩუნებას დიდი ხნის მანძილზე.
  7. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც ხელს უწობს კანის, თმების და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას.
  8. მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში.
  9. დადებითად აისახება მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაზე და რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაზე..

  10. თუთიის გლუკონატის მიღების წესი

    ზრდასრული ადამიანებისთვის დღეში 1 აბი ჭამის დროს. არ მიიღოთ მშიერ კუჭზე

    გაფრთხილება

    თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

    თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.