ცალმხრივი ორტილია (ბოროვაია მატკა) არის მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარე პატარა ღეროთი და ფოთლით. ხარობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყეში, ცივ და ზომიერ კლიმატში (ჩრდილოეთ რუსეთში, ციმბირში). იზრდება 5-25 სმ სიმაღლის. ფოთლები მიმოფანტულია ღეროს ქვედა ნახევარში. ფოთლის სიგანე: 1-3 სმ. სიგრძე: 1.5-5 სმ. ყვავილი შედგება ხუთი 1 სანტიმეტრიანი მოთეთრო-მოსალათისფრო ფოთლისგან. მისი ნაყოფი ანუ თესლი არის პატარა გამომშრალი კაფსულა.
ვიტამინები: P, C
მიკრო ელემენტები: რკინას(Fe), სპილენძს(Al), ტიტანს (Ti), თუთიასა(Zn) და მანგანუმს(Mn).
ასევე ბოროვაია მატკა შეიცავს ფიტოპროგესტერონს, ჰიტოესტროგენს, საპონინებს, კუმარინებს, ჰიდროქინონს, მცენარეულ ჰორმონებს, ლიმონმჟავას, არბუტინს, ორგანულ მჟავებს, ღვინისმჟავას, ფლავონოიდებს და ა.შ
ორტილიას ნორმაში მოჰყავს ჰორმონების რაოდენობა. იგი შეიცავს მცენარეულ ჰორმონებს, მათი მეშვეობით ხდება საკვერცხის ჰორმონის - ესტრადიოლის სეკრეციის შეჩერება, ასევე ესტროგენის რაოდენობის შემცირება პროგესტერონის გაზრდის ხარჯზე.
მწყობრში მოჰყავს მენსტრუალური ციკლი. მასში არსებული C ვიტამინი ასტიმულირებს ძვლის წითელი ტვინის ფუნქციას (სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას).
ორტილია შეიცავს არბუტინს, ფლავონოიდებს სპილენძს, ტანინები, კუმარინებს, საპონინებს, ღვინის მჟავას. მათი მეშვეობით გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი და სადეზინფექციო თვისებები.
ბოროვაია მატკა შეიცავს მცენარეულ ჰორმონებს, მათი მეშვეობით ორგანიზმში აბალანსებს ქალისა და მამაკაცის ჰორმონების რაოდენობას.
ასევე შეიცავს თუთიას, იგი ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მუშაობას და შესაბამისად ქალისა და მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ესტროგენი, პროგესტერონი, ანდროგენი) გამომუშავებას.
ორტილიაში არსებული სპილენძი, კუმარინები და ჰიდროქინონი სძენს მას ბაქტერიოციდულ და მიკრობების საწინააღმმდეგო თვისებებს. ამ თვისებების გამო გამოიყენება საშვილოსნოს ყელის პოლიპების სამკურნალოდ.
ცალმხრივი ორტილია შეიცავს ჰორმონებს ჰიტოესტროგენსა და ფიტოპროგესტერონს. მათი მეშვეობით ხდება პროლაქტინის გამომუშავების შემცირება, რაც თავისთავად ამცირებს პროგესტერონის რაოდენობასაც. მისი ამ თვისების გამო ორტილია გამოიყენება მასტოპათიის სამკურნალოდ.
ორტილიაში არსებულ მცენარეულ ჰორმონებსა და C ვიტამინს აქვს მადესენსიზირებელი (მგრძნობელობის შემამცირებელი) თვისებები.
ცხელი ნაყენის დამზადება: 1 სუფრის კოვზ ორტილიას დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. შემდეგ დაისვენეთ 30 დღე და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
ფიბრომის და მიომას მკუნალობა:
1 სუფრისკოვზ წვრილად დაჭრილ ორტილიას დაასხით 300 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ნაყენი 6 საათის განმავლობაში. ერთი თვის განმავლობაში, ყოვე დღე მიიღეთ 2 სუფრის კოვზი, სამჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ამენორეას (ციკლის დარღვევა) მკურნალობა:
ერთ ჩაისკოვზ გაამომშრალ ორტილიას დაასხით 300 მლ. ადუღებული წყალი და 24 საათის განმავლობაში გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 100 მილილიტრი სამჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.
დალიეთ ნაყენი 5 დღის განმავლობაში, შემდეგ შესვენება 2 დღე, შემდეგ ისევ დალიეთ 5 დღე, ისევ შესვენება 2 დღე და ასე 2 თვის განმავლობაში.
პოლიპების მკურნალობა:
5 სუფრისკოვზ კარგად დაჭრილ ორტილიას დაასხით 500 მილილიტრი (70%) არაყი. ნაყენი 2 კვირის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ ადგილას. პერიოდულად შეანჯღრიეთ.
მიიღეთ 40 წვეთი ნაყენი სამჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.
მკურნალობის პირველი 1 კვირის განმავლობაში დაავადება შესაძლოა გამწვავდეს. ერთი კვირის შემდგომ იწყებს ორტილია დაავადების საწინააღმდეგო მოქმედებას.