

ბოროვაია მატკა ერთჯერად ფილტრ პაკეტებში
ბოროვაია მატკა დამზადებულია რუსული კომპანიის მიერ. მცენარე მოთავსებულია ერთჯერად ჩაის პაკეტებში. ასეთი სახით მისი გამოყენება ამარტივებს მისი დოზირების დაცვას და ამცირებს დაყენების დროს. პროდუქტი არის საკმაოდ მოთხოვნადი რადგან აქვს ძალიან კარგი შედეგები ქალური დაავადებების მკურნალობაში. მცენარის ქიმიურ შემადგენლობაში შედის უნიკალური ნივთიერებების კომპლექსი რის გამოც აქვს სამკურნალო თვისებები.
ბოროვაია მატკას დადებითი თვისებები
ორტილია როგორც ავღნიშნეთ არის მცენარე, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს ქალის სასქესო სისტემის გაჯანსაღებაზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი სახის პრობლემები გამოწვეულია ჰორმონების დისბალანსით, ანთებითი პროცესები ან კონკრეტული ნივთიერებების ნაკლებობით. ორტილია სწორედ ამ სამივე პრობლემაზე ერთდროულად მოქმედებს. რაც კარგ შედეგბს იძლევა. ქვევით ჩამოთვლილია ის პრობლემები რომელთა განკურნებაშიც დაგეხმარებათ მისი გამყენება.
- ორტილიას ნორმაში მოჰყავს ჰორმონების რაოდენობა.
- ასტიმულირებს ესტროგენის გამომუშავებას.
- ამცირებს პროგესტერონის რაოდენობას.
- აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს და ამცირებს ტკივილს ციკლის დროს.
- აქვს შარდმდენი, სადეზინფექციო ბაქტერიოციდული და ანტიმიკრობული თვისებები.
- ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.
- ძალიან კარგია პოლიკისტოზის სამკურნალოდ.
- გამოიყენება ფიბრომას, მიომას, პოლიპების და ამენორეას სამკურნალოდ.
- გამოიყენება საშვილოსნოს მილების ობსტრუქციის სამკურნალოდ.
- გამოიყენება საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალოდ.
- ხელს უწყობს დაორსულებას.
- ამცირებს მენოპაუზის ("კლიმაქსის") გვერდით მოვლენებს.
ბოროვაია მატკის გამოყენების წესი
ცხელი ნაყენის დამზადება: 1 ჩაის პაკეტს დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. შემდეგ დაისვენეთ 30 დღე და საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ გამოიყენოთ ჰორმონალურ და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად.
იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს მცენარის ინდივიდუალური აუტანლობა.
მკურნალობის პირველი 1 კვირის განმავლობაში დაავადება შესაძლოა გამწვავდეს. ერთი კვირის შემდგომ იწყებს ორტილია დაავადების საწინააღმდეგო მოქმედებას.