ანაპის თეთრი თიხა მიეკუთვნება ზღვისპირა თიხის ტიპს, ამიტომ მასში არის მინერალების მაღალი კონცენტრაცია. შედეგად ის სხვა კოსმეტიკურ თიხებთან შედარებით ძვირფასი სამკურნალო თიხაა.
თეთრი თიხა ფართოდ გამოიყენება სახის ნიღბების სახით. ის კარგად ასუფთავებს სახის კანს, აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანში. მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით ის კვებავს კანს საჭირო ნივთიერებებით, ეხმარება მას კოლოგენის წარმოქმნაში, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას. თიხა კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს, ტონუსში მოჰყავს კანი, ათეთრებს და აახალგაზრდავებს სახის ფერს.
თეთრი თიხის ნიღაბი თმებისთვის კვებავს თავის კანს და ასტიმულირებს თმის ზრდას. ასევე აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.
თიხის თბილი კომპრესები კარგია სახსრების დაავადებების დროს (ართრიტი, ართროზი). მისი რეგულარული გამოყენაბა იძლევა თვალსაჩინო შედეგებს.
თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით თბილი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. მიღებული მასა წაისვით სახეზე ნიღბის სახით და გაიჩერეთ 5–15 წუთი. თავის კანზე წასმის შემთხვევაში რეკომენდირებულია წაისვათ ტენიან თმებზე და გაიჩეროთ 5–10 წუთი. შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეკომენდირებულია მისი გამოყენება კვირაში 2–3 ჯერ.
გამოვლენილი არ არის.