ვალდაის ცისფერი თიხის მოპოვება ხდება რუსეთის ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში. მას გააჩნია ბევრი სამკურნალო თვისება რის გამოც დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. იმის გამო, რომ თიხაში არის დაბალანსებული ბუნებრივი წარმოშობის მინერალებისა და აქტიური ნივთიერებების რაოდენობა, ის აქტიურად გამოიყენება ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვალდაის თიხაზე დამზადებული სახის ნიღბები შესამჩნევად ამცირებებ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, შესანიშნავად ასუფთავებენ კანს. თიხის ძლიერი მასტიმულირებელი მოქმედება საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღწევა.
ცისფერი თიხა უზრუნველყოფს კანის უჯრედების კვებას აუცილებელი ნივთიერებებით და ბუნებრივი ნაერთების ენერგიით. შედეგად ის ასტიმულირებს კანის ქსოვილის რეგენერაციულ პროცესებს.
რადგან ის ახდენს ასეთ შესანიშნავ ზემოქმედებას კანზე, თიხის ნიღბები სახის კანს უბრუნებს ჯანმრთელ ფერს, სიმკვრივესა და ელასტიურობას.
თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით თბილი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. მიღებული მასა წაისვით სახეზე ნიღბის სახით და გაიჩერეთ 5–15 წუთი. რეკომენდირებულია მისი გამოყენება კვირაში 2–3 ჯერ.
გამოვლენილი არ არის.