კოსმეტიკური მწვანე თიხა თავის ფერს უმადლის იმ ნივთიერებებს რომლებსაც ის შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის ნივთიერებები: მაგნიუმი, კალციუმი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი და სხვა. შედეგად მწვანე თიხა კანისთვის წარმოადგენს უნიკალურ საკვებ და სამკურნალო საშუალებას.
რადგან ურთულეს უჯრედულ ცვლაში მონაწილეობას იღებენ მინერალები, მაკრო და მიკრო ელემენტები, მათი უკმარისობის გამო ირღვევა უჯრედების მუშაობა. შედეგად კანი, თმები და ფრჩხილები კარგავენ ჯანმრთელ იერს და იწყება მათი დაბერების პროცესი. რადგან მწვანე კოსმეტიკური თიხა მდიდარია კანისთვის უცილებელი ნივთიერებებით ის ბუნებრივი პროცესის წყალობით აღადგენს მის სწორ ფუნქციონირებას.
თიხა იდეალურია სახის ნიღბების დასამზადებლად. კარგად ერწყმის არომატულ ზეთებს, სამკურნალო მცენარეების ნახარშებს და მარილებს. თიხა თქვენს კანს გახდის ხავერდოვანს და მიანიჭებს განსაკუთრებულ სირბილეს. შეუნარჩუნებს მას სილამაზეს და მიმზიდველობას წლების განმავლობაში.
მწვანე თიხა განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ის ავიწროვებს ფორებს, შედეგად უმჯობესდება ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა. ასევე აქვს მატონიზირებელი მოქმედება.
მასის მომზადება
თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით თბილი ანადუღარი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით.
თმა
მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანში. თბილად შეიფუთეთ თავი 15–20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. – შედეგი გაგიმაგრებთ თმებს.
სახე
მიღებული მასა წაისვით სახის კანზე. 20–25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. – შედეგი 1) ნორმაში მოიყვანს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. 2) დაგირბილებთ და ტონუსში მოიყვანს კანს. 3) ღრმად გაგიწმენდავთ კანს განსაკუთრებით ფოროვანს. 4) მოგაცილებთ გამაგრებულ და გაუხეშებულ ეპიდრემისის ფენას
ფეხები
მიღებული მასა წაისვით ქუსლის არეში. 20–25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. – შედეგი 1) დაგეხმარებათ დახეთქილი ქუსლების შეხორცებაში. 2) დაგირბილებთ გამაგრებულ კანს და გაგიხდით რბილს და ელასტიურს.
გამოვლენილი არ არის.