ასკანას თიხა მოიპოვება საქართველოში. თიხა ძალიან მდიდარია მინერალებით, მაკრო და მიკრო ელემენტებით. ის არის მომწვანო მოლურჯო ფერის. ასევე ის ცნობილია როგორც ბენტონიტური თიხა. მისი გამოყენება ძალიან მრავალფეროვანია რადგან მას აქვს საკმაოდ უნიკალური შემადგენლობა.
ასკანას თიხა ძალიან მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით რის გამოც მისი გამოყენება კოსმეტოლოგიაში ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ის გამოიყენება სახის ნიღბების სახით, რადგან კარგად ასუფთავებს სახის კანს, აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანში. მინერალების მაღალი შემცველობის წყალობით ის კვებავს კანს საჭირო ნივთიერებებით, ეხმარება მას კოლაგენის გამომუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობას და ახალგაზრდობას. თიხა კარგად ებრძვის წვრილ ნაოჭებს, ტონუსში მოჰყავს კანი, ათეთრებს და აახალგაზრდავებს სახის კანს.
ასკანას თიხის გამოყენება ასევე შეგიძლიათ თმებისთვის, ის კვებავს როგორც თმებს ასევე თავის კანს და ასტიმულირებს თმის ჯანსაღ ზრდას. ასევე აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ასკანას თიხა გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის. რის გამოც მას კოსმეტოლოგიაში აქვს ფართო გამოყენება.
თიხა მოათავსეთ ჭურჭელში (ჭურჭელი არ უნდა იყოს ლითონის). დაასხით თბილი წყალი, ურიეთ მანამ სანამ მასა არ გახდება ფაფასავით. მიღებული მასა წაისვით სახეზე ნიღბის სახით და გაიჩერეთ 5–15 წუთი. თავის კანზე წასმის შემთხვევაში რეკომენდირებულია წაისვათ ტენიან თმებზე და გაიჩეროთ 5–10 წუთი. შემდეგ გულდასმით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რეკომენდირებულია მისი გამოყენება კვირაში 2–3 ჯერ.
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.