სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი
ფლაკონში არის 15 მილილიტრი
1 – 35.00 ლარი
2 – 65.00 ლარი
ამერიკის შეერთებული შტატები / კომპანია – Piping Rock

პროდუქტი მოგეწოდებათ სურათზე არსებული სახით.

ლავანდის ეთერზეთის აღწერა

ლავანდის ეთერზეთი მიიღება მცენარის ყვავილოვანი ნაწილისგან. ეთერზეთის მიღების მეთოდია ორთქლის დისტილაცია. პროდუქტი არის 100% ნატურალური. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გამოიყენება როგორც კოსმეტიკური ასევე პარფიუმერული დანიშნულებით.

ეთერზეთი ეხმარება სიწითლის და კანის გაღიზიანების მოშორებაში. კარგად ახორცებს ჭრილობებს, ნაკაწრებს მუწუკებს. აქრობს ქერტლის ქაჩენის რისკს. ეფექტურია პედიკულოზის დროს. ამშვიდებს კანს მწერების ნაკბენის შემდეგ.

ეთერზეთის ფარმაკოლოგიური თვისებები

  1. ანტისეპტიკური.
  2. დამწვრობის საწინააღმდეგო.
  3. რეგენერაციული.
  4. ანთების საწინააღმდეგო.

ეთერზეთის გამოყენების რეცეპტები

შემოწმება ყნოსვით:
თუ ეთერზეთის სურნელის შესუნთქვის შემდეგ არ გრძნობთ დისკომფორტს, თქვენთვის მისი სურნელი სასიამოვნოა და არ იწვევს სასუნთქი გზების სპაზმს რომელსაც თან სდევს ხველა და ქოშინი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მისი გამოყენება.

შემოწმება კანზე:
1 წვეთი ეთერზეთი გახსენით 1 / 2 ჩაის კოვზ ნებისმიერ მცენარეულ ზეთში და მიღებული მასის მცირე ნაწილი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ზეთი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთი დაბრკოლების გარეშე.

გარეგანი გამოყენების მეთოდები:
აკნეს მოსაშორებლად და მწერის ნაკბენის ჩასაცხრობად გამოიყენეთ გაუზავებელი ზეთი, წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე, ან გახსენით 10 წვეთი ზეთი 10 მილილიტრ 70–90% სპირტში და ისე წაისვით.

კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება:
5 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 10 – 15 მილილიტრს – კრემს, ტონიკს, ლოსიონს ან შამპუნს.

მასაჟისთვის:
5–7 წვეთი ეთერზეთი შეურიეთ 1 – 2 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს – ატმის, ნუშის, ჟოჟობის ან თქვენს მიერ შერჩეულ კრემს.

ვანის მიღება:
სავსე ვანაში რომელშიც წყლის ტემპერატურაა (36 –38 გრადუსი), დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი რომელიც წინასწარ იქნება შერეული 1 სუფრის კოვზ ემულგატორთან – რძე, თაფლი, ზღვის მარილთან. ვანის მიღების ხანგრძლივობა 10–20 წუთი.

შენობის არომატიზირება:
არომალამპაში დაამატეთ 6–7 წვეთი ეთერზეთი. პროცედურის ხანგრძლივობა 15 – 20 წუთი.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.
არ გამოიყენოთ ფეხმძიმე ქალებმა და 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა.

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.