სამუშაო საათები 10:00 - 19:00
თბილისი - უფასო მიწოდება
• მთავარი • პროდუქცია ანბანის მიხედვით • ფასდაკლება • შეკვეთა საიტიდან • ქალაქები სადაც ვაწვდით • რეკვიზიტები / კონტაქტი
 
ლავანდას ხელის მაზი
ლავანდას ხელის მაზი
ფლაკონში არის 100 მილილიტრი
1 – 25.00 ლარი
2 – 46.00 ლარი
საქართველო / მწვანე აფთიაქი

პროდუქტი მოგეწოდებათ პლასმასის ფლაკონით.

ლავანდას ხელის მაზი

ლავანდას ხელის მაზის შემადგენლობა:

  1. ლავანდას ექსტრაქტი.
  2. ყურძნის წიპწის ზეთი.
  3. კაკაოს კარაქი.
  4. შის კარაქი.
  5. მანგოს კარაქი.
  6. ფუტკრის სანთელი.

ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, არომატიზატორებს, და არანაირ ქიმიურ დანამატებს. არის საერთოდ ნატურალური პროდუქტი. ამიტომ მისი მოქმედება არის გამორჩეული და მიმართულია კანის პრობლემების სამკურნალოდ. გარდა მკურნალობისა ის გამოირჩევა მრავალი სასარგებლო თვისებით.

გაითვალისწინეთ, რომ ეს არის მაზი და არა კრემი. კრემი არის თეთრი და მსუბუქი სტრუქტურის მქონე მასა და შეიცავს წყლის გარკვეულ პროცენტულობას. ხოლო მაზი შედგება მხოლოდ ცხიმოვანი მასისგან და არის შედარებით უფრო მკვრივი. თუმცა მისი გამოყენებაც საკმაოდ კომფორტული და სასიამოვნოა. ფერიც დამოკიდებული მასში შემავალ ინგრედიენტებზე.

ლავანდას ხელის მაზის სასარგებლო თვისებები

ლავანდას მაზი გამოიყენება როგორც ხელის კანისთვის ასევე ფრჩხილებისთვის. მისი უნიკალური შემცველობის წყალობით მას აქვს საკმაოდ ფართო სპექტრის მოქმედება.

ლავანდას მაზი მდიდარია ვიტამინებით და სასარგებლო ნივთიერებებით. ასეთი მდიდარი შემადგენლობის შედეგად ის საოცრად კვებავს და ამარაგებს კანს და ფრჩხილებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მაზით თქვენ ხელებს დაუბრუნებთ სიჯანსაღეს და ახალგაზრდულ იერს.

ლავანდა ხელის კანისთვის. მცენარეს აქვს გამოხატული ანტისეპტიკური თვისებები, ის ხსნის კანის გამაღიზიანებელ პროცესებს, აქრობს შეშუპებას, აქერცვლას და ანთებას. აქვს ანტისეპტიკური თვისებები და აჩქარებს შეხორცებას.

ფუტკრის სანთელი აღიარებულია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ბევრ ბიოლოგიურ ნივთიერებას, ვიტამინებს და მინერალებს. ცვილის ზემოქმედების წყალობით ქრება არასასიამოვნო და მტკივნეული შეგრძნებები. ცვილი ამარაგებს კანს საშენი და სამკურნალო ნივთიერებებით რისი წყალობითაც ჩქარდება აღდგენის და მკურნალობის პროცესი.

ხელის მაზის მოქმედება:

  1. აქვს ანტისეპტიკური, შეშუპების, აქერცვლის და ანთებითი პროცესების საწინააგღმდეგო მოქმედება.
  2. ხელს უშლის ჭრილობის დაჩირქებას.
  3. კვებავს და ტონუსში მოჰყავს ნებისმიერი ტიპის კანი.
  4. ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს.
  5. კანს უნარჩუნებს ელასტიურობას.
  6. ამცირებს სიწითლეს და გამორიცხავს სიმშრალესა და აქერცვლას.
  7. აღმოფხვრის ქავილს, ნახეთქებსა და არბილებს გაუხეშებულ კანს.
  8. აქვს შეხორცების მკვეთრად გამოხატული ეფექტი.
  9. ჭიმავს და ამკვრივებს მოშვებულ კანს.
  10. კარგია პიგმენტური ლაქების შემთხვევაშიც, ებრძვის ასაკით გამოწვეულ ლაქებს და კანს უბრუნებს ჯანსაღ ფერს.
  11. აქრობს კაპილარულ ვარსკვლავებს.
  12. ასევე გამოიყენება გაუწყლოებული და გამომშრალი კანის დასატენიანებლად.
  13. დაგეხმაებათ დახეთქილი კანისთვის ელასტიურობის და სირბილის დაბრუნებაში.
  14. დაიცავს თქვენს კანს გარე არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისგან.
  15. იცავს კანს გამოშრობისგან.

მაზის გამოყენება

გამოიყენეთ ყოველდღე. კანზე და ფრჩხილებზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის მაზი და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. ექსტრა მშრალი კანის შემთხვევაში გამოყენეთ აუცილებლობის მიხედვით.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

გამოყონებამდე შეამოწმეთ კანი ალერგიულობაზე..

 
სამუშაო საათები
ორშაბათი -კვირა 10:00 - 19:00
Mail: Mwvanemcenareebi@gmail.com TEL: +995597760989 TEL: +995597989878 TEL: +995595832828 TEL: +995599382038
დაგვიკავშირდით
დაგვირეკეთ სამუშაო საათებში და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს.

© საიტზე განთავსებული ინფორმაცია კერძო საკუთრებაა და დაკოპირების შემთხვევაში დაგეკისრებათ პასუხისმგებლობა.