ჩიას თესლი დაფასოვებულია საქართველოში. გამოყენებულია საუკეთესო ხარისხის ამერიკული თესლი. ძირითადად თესლი გამოიყენება პირდაპირი სახით, მაგრამ მისი კაფსულირებული ფორმა პრაქტიკულია გამოყენების კუთხით. ჩია ძალიან მდიდარია მასში შემავალი ნივთიერებებით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის მომარაგებას საჭირო საკვები პროდუქტებით. მის შემცველობაში შედის ისეთი ნივთიერებებიც რომელთა სინთეზიც არ ხდება ორგანიზმში. ამიტომ ბუნებრივი მცენარეული სახით მათი მიღება განსაკუთრებით სასარგებლო და შეთვისებადია ორგანიზმისთვის.
როგორც ავღნიშნეთ ჩიას თესლი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით. მაგალითად ის შეიცავს: დიდი რაოდენობით ცილებს, უჯრედისს, კალციუმს და ომეგა 3. მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს და ა.შ. ასეთი შემადგენლობა შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამანებისთვის. ასევე მათთვის ვისაც აქვს ჭარბი წონა, სუსტი ძვლოვანი ქსოვილი და დასარეგულირებელი საჭმლის მომნელებელი სისტემა. მთლიანობაში მისი მიღება გაგიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობას.
უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 2 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის დროს წყალთან ერთად.
ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის უმჯობესი იქნება თავი შეიკავოთ მისი მიღებისაგან.
არ არის რეკომენდირებული დაბალი წნევის დროს მისი მიღება.
არ მიიღოთ ასპირინთან ერთად.
პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.