მწვანე აფთიაქი
ჩიას თესლი
200 გრ
18 ₾
მსგავსი პროდუქტები
ჩიას თესლი
გთავაზობთ ჩიას თესლს. მცენარის თესლმა გაიარა ბუნებრივი შრობის პროცესი, რის გამოც მასში შენარჩუნებულია ყველა აქტიური და სასარგებლო ნივთიერება. თესლი არის ნატურალური და არ შეიცავს სხვა არანაირ დანამატებს.
- მწარმოებელი - საქართველო / მწვანე აფთიაქი.
- შეფუთვა - მუყაოს პაკეტი, ზიპ შესაკრავით.
- ეტიკეტი - მითითებულია ვარგისიანობის ვადა.
- თესლის წონა - 200 გრამი.
- თესლის მდგომარეობა - მთელი.
პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ რეცეპტში რომლის შემადგენლობაშიც შედის ჩიას თესლი. ან გამოიყენოთ პირდაპირ დანიშნულების მიხედვით.
ჩიას პუდინგი
- ინგრედიენტები:
- 1/4 ჭიქა ჩიას თესლი.
- 1 ჭიქა რძე (ნებისმიერი სახეობა).
- 1-2 ს/კ დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, სტევია).
- 1/2 ჩ/კ ვანილი ხილი/კენკრა/თხილი გემოვნებით.
- მომზადება:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ხილისა და კენკრისა.
- დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით ან მთელი ღამით.
- მიტანის წინ დაამატეთ ხილი და კენკრა.
ჩიას სმუზი
- ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ჩიას თესლი.
- 1 ჭიქა ხილი (გაყინული ან ახალი).
- 1/2 ჭიქა იოგურტი ან რძე.
- 1/2 ჭიქა წყალი ან ხილის წვენი.
- 1 ს/კ თაფლი ან სხვა დამატკბობელი (სურვილისამებრ).
- მომზადება:
- ჩიას თესლი დაალბეთ 10-15 წუთით წყალში ან რძეში.
- ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ჩიას თესლი სალათებში
დოზირება: 1-2 ს/კ ჩიას თესლი დაამატეთ თქვენს საყვარელ სალათს.
ჩიას თესლი ცომეულში
დოზირება: 1-2 ს/კ ჩიას თესლი დაამატეთ ცომეულის რეცეპტში, რათა გაზარდოთ მისი ბოჭკოვანი შემცველობა.
დოზირება
რეკომენდებული დღიური დოზა: 1-2 სუფრის კოვზი.
დოზირება ინდივიდუალურია, ინიშნება ექიმის ან ფოტოთერაპევტის მიერ.
გაფრთხილება
- გამოიყენეთ ექიმთან ან ფიტოთერაპევტთან კონსულტაციის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე ინგრედიენტზე და რომ, ამ პროდუქტის გამოყენება უსაფრთხოა თქვენთვის.
- განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, გაქვთ ქრონიკული დაავადება, იღებთ სამკურნალო პრეპარატებს, ან ხართ 18 წლამდე ასაკის მოზარდი, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
