ზეთი დამზადებულია ხმელი ნედლეულისგან და მცენარეული ზეთისგან. პროდუქტის შემადგენლობაში შედის ზეთში ხსნადი ყველა ფარმაკოლოგიური და სასარგებლო ნივთიერება რომელიც შედის მცენარის შემადგენლობაში. ამ მეთოდით ზეთის დამზადება ხდება იმ მცენარეებისგან რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზეთოვან კულტურებს. მცენარეული ზეთი რომლის ბაზაზეც ხდება პროდუქტის დამზადება ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო გამხსნელად. ამიტომ მიღებული ზეთი არის საკმაოდ კონცენტრირებული. პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით.
სააფთიაქო გვირილა არის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე. მისი სიმაღლე მერყეობს 10 - 40 სმ. ღერო აქვს სწორმდგომი რომელზეც ღეროები მონაცვლეობით არის განლაებული. ასევე ღეროზეც ფოთლები მონაცვლეობით არის განლაგებული. ყვავილები არის თეთრი ყვითელი გულით. სამედიცინო მიზნით იყენებენ ყვავილების კალათებს.
სააფთიაქო გვირილას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, მადეზინფიცირებელი, სპაზმოლიტური, ანტიალერგიული, მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება. ასევე ასტიმულირებს კუჭის და ნაღვლის წვენის გამოყოფას, აძლიერებს მადას. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, ხსნის მუცლის ღრუს ორგანოების სპაზმს. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.
• ანთების საწინააღმდეგო • კუჭის წვენის სეკრეციის სტიმულაცია • ნაღვლის წვენის სეკრეციის სტიმულაცია • ტკივილგამაყუჩებელი • მადის სტიმულაცია • ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია • სპაზმოლიტური მოქმედება • ანტიბაქტერიულიგვირილა არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სამკურნალო მცენარე. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შინაგანი ასევე გარეგანი სახით. შინაგანად მას ძირითადად იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ როგორიც არის: ნაწლავური კოლიკები, გასტრიტი, პეპტიური წყლული, კოლიტი, ქოლეცისტოპათია და სხვა. ასევე ზედა სასუნთქი გზების (გაციებისა და ინფექციური) ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ასევე მას აქვს მსუბუქი დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მოქმედება. მუცლის ძლიერი ტკივილის და კრუნჩხვების დროს.
სააფთიაქო გვირილა გარეგანად გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები (სტომატიტი, გინგივიტი, სოკოვანი ანთება), ჰალიტოზი (პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი). ცხელი საინფუზიო კომპრესები გამოიყენება გარე ჰემოროიდული კონუსების, პერიანალური აბსცესების, ვაგინალური დუჟირებისათვის ლეიკორეით და ა.შ. ასვე გამოიყენება ფეხის არასასიამოვნო ოფლდენის დროს. აქვს ანტი ალერგიული და დამამშვიდებელი ზემოქმედება კანზე. გვირილა კანს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს და სინოტივეს. კომპრესების სახით გამოიყენება ჭინჭრის ციების დროს.
• მეტეორიზმი • ნაწლავური კოლიკები • გასტრიტი • პეპტიური წყლული • კოლიტი • ქოლეცისტოპათია • კრუნჩხვები • სტომატიტი • გინგივიტი • ჰალიტოზი • ოფლდენა • ჭინჭრის ციებაშინაგანი გამოყენებისთვის. მიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3 ჯერ ჭამის დროს. კურსის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 14 დღე, შემდეგ უნდა შეისვენოთ. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეგიძლიათ გაომეორეთ.
გარეგანი გამოყენება. მცირე რაოდენობის ზეთი შეიზილეთ კანის პრობლემურ ადგილში. კურსის ხანგრძივობა ინდივიდუალურია.
კოსმეტიკაში. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკაში. მისი დამატება შეგიძლიათ როგორც კრემებში ასევე სხვა ზეთებთან კომბინაციებში.
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება ან იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, გამოყენებამდე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს.
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
არ გამოიყენოთ თუ ხართ ფეხმძიმედ, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი.
არ გადაჭარბოთ მითითებულ დოზებს.